Digest Logo

🎥 „სჯობს, ბავშვი 30 წლის მერე გააჩინო“ - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ორგზის დედობაზე

1770024632
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა.

ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს.

ნუკი სოციალურ ქსელში პერიოდულად უზიარებს გამომწერებს ოჯახურ კადრებს.

მოდელი ამჯერად გამოქვეყნებულ პოსტში მიიჩნევს, რომ ბავშვის გაჩენა 30 წლის შემდეგ უფრო სჯობს, რადგან უფრო მეტი მოთმინება, გაგება და ცხოვრებისეული გააზრება უჩნდება ადამიანს.

„ზუსტად ვიცით ეს უძილო ღამეებიც ტკბილად გაგვახსენდება და მოგვენატრება ეს დაღლილობაც. ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ბავშვი 30-ს მერე სჯობს გააჩინო, უფრო იღლები მაგრამ უფრო მეტი მოთმინება და გააზრება გაქვს.

მამაკაცებო თქვენ კი გეტყვით, რომ თუ გინდათ გქონდეთ კარგი ოჯახი და მყარი ურთიერთობა, სწორედ ამ დროს არის ყველაზე მეტად საჭირო თქვენი დახმარება.

1. არ დაიზაროთ და სულ ცოტა ხანი გამოართვით მეუღლეს ბავშვი

2. ცოტა თუ უხასიათოდ არის თქვენი ცოლი ეცადეთ, გააცინოთ და ისე ჰკითხოთ რა აწუხებს, არ აგრძნობინოთ რომ გაწუხებთ მისი უხასიათობა.

3. არ დაარიგოთ ჭკუა მას მერე, რაც 5 წუთი დაიჭერთ ბავშვს და არც თავი შეიქოთ. უბრალოდ დაუფასეთ, რასაც აკეთებს, ზოგჯერ მხოლოდ სიტყვიერი დაფასება და აღიარებაც კმარა რომ მეუღლემ იცოდეს მის გვერდით ნამდვილი მამაკაცია.

აბა?!

თქვენ კაცის სიძლიერე რამე სხვა გგონიათ?“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

ასევე დაგაინტერესებთ:

„სავსემთვარეობა აძლიერებს განცდებს, სურვილებსა და შინაგან ხმას“ - 2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 როგორ დაიწყო საქართველოს სულიერი გარდაქმნა 17 საუკუნის წინ - ქვეყნის გაქრისტიანების ისტორია

საქართველოში კომედიის თეატრი იქმნება - იდეის ავტორები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე არიან