Digest Logo

„სჯობს, შეცვალონ რიტორიკა და მიხედონ ავადმყოფებს! დავიღალეთ, მართლა დავიღალეთ!“ - რას წერს ნატო დუმბაძე?

1634905635
ნატო დუმბაძე

კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდ სტატისტიკას ექიმები ხშირად ეხმაურებიან და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, თუ არ გაიზრდება ვაქცინირებულთა რიცხვი მალე ქვეყანაში სავალალო მდგომარეობა შეიქმნება.

ექიმების გამოხმაურებას თავის მხრივ სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ.

მან აღნიშნა, რომ ექიმები კოვიდ-19-ის გავრცელების გამო საზოგადოებაში შიშს თესავენ.

„დილიდან გვესმის ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანებისგან: ​ვერ გადავრჩებით, არ გადავრჩებით, რესურსი არ გვეყოფა, ეს მოხდება, ის მოხდება, ამოვწყდებით! კაცო,ეს დაფინანსება, გადამზადება, დრო, ხომ ყველაფერი გვქონდა და კიდევ გვაქვს, რომ მომზადებულები შევხვდეთ. არ მთავრდება ეს ტალღები,ეს ხომ იცოდნენ? ასეთი განცხადებები რას ემსახურება? ვის ემსახურება? ნუთუ დაშინება მთავარი იარაღია ვაქცინაციის? რა არის ეს, რანაირი განცხადებებია? ვისი ბრალია ანუ - ხალხის? ვთქვათ, დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი , ამისთვის ხომ უნდა ჰქონოდათ გეგმა B და არა ფსიქოლოგიური ტერორი!

დავიღალეთ!მართლა დავიღალეთ, ჯობია შეცვალონ რიტორიკა და მიხედონ ავადმყოფებს და მობილიზაცია გააკეთონ, ხალხის დასტრესვით აგრესია უფრო მატულობს, ვიდრე შიში!

ყველაზე დიდ უნდობლობას კი ის იწვევს ხან ერთს რომ გეუბნებიან ეთერ-ეთერ და ხან მეორეს უტიფრად!

ბრიტანეთის მაგალითს თუ ავიღებთ 50 000 დაინფიცირდა გუშინ,მაგრამ ამოწყვეტით არ ემუქრებიან ადამიანებს! გეყოთ!“ - წერს დუმბაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არსებობს მამრების კატეგორია, რომელიც თვლიან, რომ ბასილაშვილმა თამაში პირადად მე მომიგო“ - ბაია პატარაია

🔵დღეს ლიზა იასკოს დაბადების დღეა - რადას დეპუტატი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🔵„ასი წელი რომ გავიდეს, მაინც ჩემი ქმარი გქვია“... - ნახეთ რა ფოტოები გამოაქვეყნა ლალი მოროშკინამ

🔵video: რქაწითელია და კაი ღვინო უნდა დადგეს წესით, ჰოდა ეგრე! - ალეკო ელისაშვილი