ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ერთ-ერთმა ე.წ. იუმორისტულმა სკეჩმა საზოგადოების, განსაკუთრებით კი მკურნალობის პროცესში მყოფი ბავშვების ოჯახების უმწვავესი პროტესტი გამოიწვია. საუბარია ვიდეოზე, სადაც გაჟღერდა ფრაზა: „რაპუნცელ, თმები გადამიგდე, ლეიკემია მაქვს“.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში, ვრცელი პოსტით გამოეხმაურა.
ლობჯანიძე ე.წ სკეჩის მონაწილეებთან ერთად იმ სოციუმს აკრიტიკებს, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ და ხუმრობა აპლოდისმენტებით დაამშვენეს:
„დიდი ხანი ვფიქრობდი და ვაკვირდებოდი დღეს „ოქტოპუსის” ფსევდო-იუმორისტულ სცენაზე. (ვიდეო კომენტარებში)
მთელი დღე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი აღნიშნულის გამო.
ნუ მიწყენთ, თუმცა მე პირადად ვერ გავიგე ეს ხუმრობა და კიდევ უფრო მეტად ვერ მივხვდი რატომ ჰქონდა საზოგადოებას ეს რეაქცია და თუ საზოგადოებას მართლა ეს რეაქცია ჰქონდა, მაშინ ფსიქოლოგიურად რომ შევხედოთ პეიზაჟი ძალიან მძიმე იქნება:
ან ტიკ-ტოკ პლატფორმაში რა საჭირო იყო თემის ასე გაგრძელება, მერე კი მოიხადეს ბოდიში, მაგრამ რა გითხრათ: აქ სხვა პრობლემებია კიდევ, რაც უბრალოდ უნდა შეამჩნიო, რომ სხვა დროს ასეთი დისონანსი არ მივიღოთ.
სიმართლე გითხრათ, უშუალოდ ამ მომენტში პრობლემა არა მხოლოდ დაბალვიბრაციულ სახუმარო შესრულებაზე, არამედ, თავად საზოგადოებაშია, მათში, ვინც ამას ტაშს უკრავს და თანაც „ლაივრეჟიმში.”
გამიხარდა ონკოპაციენტებისა და მშობლების განცხადება აღნიშნულ ფაქტზე. კარგია რომ თავად „ოქტოპუსმაც“ მოიხადა ბოდიში, თუმცა რთული სანახავი იყო ეს ყველაფერი მაინც.
მსგავს სცენაზე ასეთი დამოკიდებულება ცხადყოფს სამწუხაროდ იმას, თუ რა მინუს საფეხურზეა სოციუმის ის ნაწილი, ვინც ამაზე ხარხარებს.
სხვის უბედურებაზე აგებული პიარი ვერასდროს მოიტანს შერგებით ნაყოფს.
ასეთ დროს კარგად თუ დააკვირდებით, ნახავთ რომ ეს ხალხი იმ ცნობიერების სარკეა, რა ტალღაზეც იმყოფება ერის არც თუ ისე მცირე ნაწილი.
გამიხარდება თუ სხვა დროს უკეთეს ვერსიებს ვიხილავთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში და...“ - ალუჩის სასარგებლო თვისებები
⭕როგორ ავიხდინოთ სურვილები და რა რიტუალებია ამისთვის საჭირო კვირის დღეების მიხედვით