Digest Logo

„სულ მემახსოვრები, როგორც ლამაზი პეპელა, რომელიც ყველას ულამაზებდა ცხოვრებას“ - ნინო მუმლაძე ბარბარე ბეჭვაიას ემოციური პოსტით ემშვიდობება

1752572641
ნინო მუმ,ლაძე

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა 27 წლის ბარბარე ბეჭვაია. არსებული ვერსიით, მას გული გაუჩერდა.

გარდაცვლილი გოგოს შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, მსახიობი ნინო მუმლაძე.

„პირველად რომ დამირეკა, რონიზე ვიყავი ფეხმძიმედ... მომიყვანა „ვიშლისთში“ და უამრავი ნივთი მაჩუქა... მას მერე სამშობიაროდან დაწყებული, ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე გვერდით გვედგა მე და რონის, არა მხოლოდ როგორც კომპანიის პიარი, არამედ, როგორც ყურადღებიანი და უსაყვარლესი ადამიანი...

ასე დავახლოვდით, დავმეგობრდით... ბოლოს, მის გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ვესაუბრე, ფოტოებით ვხედავ როგორ გაიზარდა რონი და რომ ჩამოვალ 1 დღე გამომიყვანე მინდა ვნახოო...

თან სულ იმას მეუბნებოდა, რომ გაიზრდება, ხომ ეტყვი, რომ ჩემ ხელშია გაზრდილიო... კი ვეტყვი, აუცილებლად ვეტყვი... იმასაც ვეტყვი, როგორი ლამაზი იყავი პეპელასავით ხანმოკლე ცხოვრებით...

მშვიდობით ჩემო პატარა მეგობარო, ჩემი და უამრავი სხვა ადამიანის ცხოვრების მშვენიერო საჩუქარო...

სულ მემახსოვრები, როგორც ლამაზი პეპელა, რომელიც ყველას ულამაზებდა ცხოვრებას“, - წერს ნინო მუმლაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვიშლისთი“ მოულოდნელად გარდაცვლილ თანამშრომელს ემშვიდობება: თბილისში მისი სახელობის ფოტო კუთხე მოეწყო

🎥 „შესაძლოა გაიგოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის არც ისე სასიამოვნო იქნება“ - 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„კარგი დროა პირადი ან საოჯახო ბიუჯეტის გადახედვისთვის და ხარჯების შეზღუდვისთვის“ - 15 ივლისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან