მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ძალიან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მისი ქალიშვილ - ტატას ხსოვნას ეძღვნება.
როგორც პოსტიდან ირკვევა, თიკო ჩხეიძემ შვილის სახელზე შექმნილი ფონდი - „ტატა“ შექმნა, რომელიც დახმარებას გაუწევს ოჯახებს და ბავშვებს, რომლებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
„ტატა - 17... ალბათ, ახლა როგორი ლამაზი ხარ.
ფონდი, რომელიც შევქმენით შენ სახელზე, არის შენი შეწყვეტილი სიცოცხლის გაგრძელება, განაწილება სხვა ბავშვებისა და იმ ოჯახებისთვის, რომლებიც რთულ გზას გადიან.
„ტატა”- ს ფონდმა გვინდა დაინახოს ადამიანი დიაგნოზის მიღმა, რადგან დიაგნოზი არ უნდა ნიშნავდეს განაჩენს.
ჩვენ არ ვპირდებით სასწაულებს, ჩვენ ვპირდებით გზას. გზას, სადაც მშობელი აღარ არის მარტო და ბავშვი აღარ არის უჩინარი. დღეს, როცა თქვენ გვიყურებთ, თქვენ უყურებთ იმედს. იმედს ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ რწმენა.
„ტატა”-ს ფონდი არ სთხოვს თანაგრძნობას. ჩვენ ვთხოვთ პარტნიორობას, რადგან როცა ვდგავართ ერთად, ბავშვს აქვს მომავალი“, - წერს მოდელი თიკო ჩხეიძე.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისში სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს კაცი, რომელსაც სავაჭრო ცენტრში გული გაუჩერდა