
ლევან ვასაძის ქალიშვილი, მოცეკვავე და მოდელი თათა ვასაძე 30 მაისს დედა გახდა.
მას და ბათა ზედგენიძეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ნინა დაარქვეს.
ახლახან თათამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გაავრცელა, სადაც შვილთან ერთად პოზირებს.
ცნობისთვის, ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა მისი რჩეულის და ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის 28 ივლისს გაიმართა.
თათა ვასაძე ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა „სუხიშვილების“ მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და „ტიკ-ტოკსაც“ იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თაკო ჩხეიძე საზაფხულო ლუქში არაჩვეულებრივად გამოიყურება - „ელეგანტური და მოხდენილი“
🎥 „დედაჩემი მოვიდა... მირჩიეთ სად წავიყვანო, რა ვანახვო“ - არუნ ხათრი უთბილეს კადრებს აქვეყნებს