Digest Logo

🎥 „ტატუ არ არის უვნებელი!...“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

1757533907
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი სტატუსს აქვეყნებს, სადაც ტატუს საფრთხეებზე საუბრობს:

„ტატუ და კიბო — ახალი სამეცნიერო მტკიცებულება🔬 დანიასა და ფინეთში ჩატარებული ტყუპების კვლევა აჩვენებს, რომ ტატუირებულ ადამიანებში კიბოს განვითარების რისკი საგრძნობლად მაღალია:

• ტატუირებულ ტყუპებს 33%–62%-ით მეტი რისკი ჰქონდათ კიბოს (კანის კიბო ან ლიმფომა) განვითარების, ვიდრე არატატუირებულ ტყუპებს.

• დიდი ზომის ტატუები (ხელისგულზე უფრო დიდი) განსაკუთრებით საშიშია — ასეთ ადამიანებში რისკი თითქმის გაორმაგდა კანის კიბოსთვის და თითქმის სამჯერ გაიზარდა ლიმფომის შემთხვევაში.

• სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ ტატუს მელნის ნაწილაკები გროვდება ლიმფურ კვანძებში, იწვევს ქრონიკულ ანთებას და შესაძლოა გახდეს კიბოს სტიმულატორი.

👉 ტატუ არ არის უვნებელი. თუ გადაწყვეტთ, აირჩიეთ მხოლოდ ლიცენზირებული სალონი და რეგულარულად დააკვირდით კანს“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „იმედი მაქვს პრობლემებზე იმუშავებს გუნდი და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს კოლექტივი...“ - გიორგი ლობჯანიძე ქართველ კალათბურთელებზე

⭕გიორგი შერმადინი - „ვულოცავ ჩემს გუნდსა და ქართველ ხალხს ასეთ ისტორიულ ევრობასკეტს“

🎥 Dua Lipa უკვე აიფონ 17 პრო-ს მომხმარებელია - რა ვიდეოს ავრცელებს Apple