მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ანრი ჯოხაძის აწ გარდაცვლილ დედას სიმღერა მიუძღვნა.
„ანრი! თავისით მოვიდა სიტყვებიც - მუსიკაც და ეძღვნება ჩემ საყვარელ რუსუდანს!“, - წერს ნუცა შანშიაშვილი.
24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი სიცოცხლისთვის 2 თვეზე მეტი იბრძოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნინი ბადურაშვილისა და ბესო კალანდაძის დუეტი - „თეთრი ღამის“ არაჩვეულებრივი შესრულება