Digest Logo

🎥 „თავს ძალა დავატანე და მოვუსმინე“ - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა?

1726838000
მელიტა ფურცელაძე

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში შვილის ემოციურ სიმღერას აზიარებს და წერს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ შვილის ხმას პირველად მოუსმინა:

„თავს ძალა დავატანე და მოვუსმინე. ეს ჩემი შვილია ეს ჩემი ლევანიკოა.

უცებ რომ მოიფიქრებდა და ისეთ სპექტაკლს დადგამდა გაგაოცებდა. ყველა მისი ნამღერი, ყველა მისი გამოსვლა „ექსპრომტი“ იყო.

ერთი სიმღერა ერთნაირად არასოდეს უმღერია, ისეთ რაღაცას გააკეთებდა სიმღერის დროს გაოცებისგან რომ გააშტერებდა ადამიანს.

მთავარი და მართლაც ყველაზე დიდი და ღირსეული რაც არის… ლევანიკოს არასოდეს, არავისთვის არაფერში და განსაკუთრებით სიმღერაში არ მიუბაძავს ამიტომ ხარ სულ აქ, ჩვენთან ჩემო ბიჭო“, -  წერს მელიტა ფურცელაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამ დღეებში რთულია იყო მამა...“ - მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალიზე სახალისო ვიდეოს ავრცელებს

🎥 როგორ ამოვიცნოთ მოძალადე ჩვენს გარშემო? - ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას რჩევები

🎥 „არ ჩაეჭიდოთ წარსულს, რომელიც ხელს გიშლით...“ - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან