საქართველოში რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. საუბარია ტრანსგენდერ ქალზე, კესარია აბრამიძეზე, რომელიც საკუთარ სახლში მეგობარმა კაცმა სასტიკად მოკლა.
აღნიშნული თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, სტუმრად ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავა იმყოფებოდა, რომელმაც მოძალადეზე, მისი ამოცნობის სიმპტომებსა და ასეთი ადამიანებისგან გათავისუფლებაზე საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
„ძალადობა მხოლოდ სქესის ნიშნით არ ხდება, რადგან მსხვერპლები მხოლოდ ქალები არ არიან, პირიქითაც ხდება. ზოგი ჩანს, ზოგი არ ჩანს.
ადამიანს, როცა თავიდან ურთიერთობას იწყებს და აქვს პარანოიდული ეჭვიანობა, ეს არის უკვე განგაში. იმიტომ რომ ურთიერთობას იჭერ ადამიანთან, რომელსაც არ შეუძლია მოგისმინოს და გაგიგოს - პირდაპირ გადადის ცემა-ტყეპაზე. ბებიაჩემი მეტყოდა ხოლმე შეიძლება ახლა ღიმილის მომგვრელია, თუმცა წლები რომ გავიდა უფრო დავფიქრდი ამ საკითხზე -„ბებო არ გაჰყვე ისე კაცს, ძალიან გაბრაზებულს და ძალიან მთვრალს თუ არ ნახავო“. როგორ მართავს ადამიანი აგრესიას ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტია ვიდრე სხვა რამე. ემოციების მართვის უნარი ნაკლებად გაგვაჩნია“, - აღნიშნა მარინა კაჭარავამ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: