Digest Logo

„თითოეული ჩვენგანი პასუხს აგებს არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ ერთმანეთის წინაშეც...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1754746710
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ოქროს წესი
- ეს არის სიმდაბლე და მორჩილება.
არ შეიძლება, რომ თითი ებრძოდეს ყურს,
თვალი ებრძოდეს ცხვირს,
ისე ცხოვრობენ ეს უჯრედები და ეს ორგანოები, რომ ერთმანეთს აცოცხლებენ,
ერთმანეთს ეხმარებიან...
ჩვენ თუ ერთი ორგანიზმი ვართ,
უნდა გვქონდეს ოქროს წესი სასუფევლის მოქალაქეობის, ღმერთის ოჯახის წევრობისა
- ეს არის სიმდაბლე, სიმშვიდე, მორჩილება, გულმოწყალება, მიმტევებლობა, ერთმანეთის უძლურების ტვირთვა,
ძალიან მნიშვნელოვანია ეს;
და ყველაფერი კონცენტრირებულია სათნოებაში, რომელსაც ჰქვია სიმდაბლე;
მთლიანად ეკლესია ხომ ტაძარია ღმრთისა,
მაგრამ თითოეული ჩვენგანიც ტაძარია ღმრთისა
და ჩვენ ერთად ვქმნით ღმრთის სამკვიდრებელს;
უბრალო ჭანჭიკი კი არ ხარ, რომ ან ასე იქნები, ან ისე - არა, ღვთის ტაძარი ხარ!
თითოეული ჩვენგანი პასუხს აგებს არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ ერთმანეთის წინაშეც
- ეს არის ქრისტიანული მისტიკა, სხვა ქრისტიანობა, ძმებო და დებო, არ არსებობს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამით ყველაფერ ნეგატიურს წარსულში დატოვებთ...“ - გოგა მანიას რჩევა 9 აგვისტოსთვის

⭕ „ბევრი ადამიანი უფრო მოწყვლადი და ფაქიზი გახდება...“ - 10 აგვისტოს ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან

⭕ როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები?