დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო მამუკაშვილი NCDC-ს გენერალურ დირექტორს ამირან გამყრელიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობება და მას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
„ბატონო ამირან, წილად მხვდა ბედნიერება ამ ათი წლის განმავლობაში თქვენს გვერდით ვყოფილიყავი ყოველდღიურად, მესწავლა და დამენახა თქვენგან ქვეყნისადმი და თითოეული ადამიანისადმი სიყვარული, მათზე ფიქრი და ზრუნვა, საქმისადმი სიყვარული და პასუხისმგებლობა. ამისთვის უფალს მადლობას ვწირავ.
მადლობას გიხდით ყველაფრისათვის: დიდი ადამიანობისთვის, უკიდეგანო განათლების, სიღრმისეული ცოდნის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის გაზიარებისათვის და სწავლისათვის, თავმდაბლობისთვის, იმ სიყვარულისათვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანის მიმართ იჩენდით, მომავალ თაობაზე ზრუნვის, მათი განათლების და განვითარებისათვის, თქვენი ღირსებისთვის. თქვენს გვერდით ყოფნა ხომ საამაყო და სასიამოვნოა.
სულ ვფიქრობდი ყველა დადებითი თვისება, როგორ შეიძლებოდა, რომ ამ ერთ ადამიანში იყოს-თქო. მაგრამ თქვენ ხომ მართლაც „ეპოქალური ადამიანი“ ბრძანდებით. მოწიწებით, სიყვარულით, პატივისცემით ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. თქვენ ხომ მაგალითი ბრძანდებით მომავალი თაობისათვის. მეამაყებით! და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისათვის Amiran Gamkrelidze“, - წერს ნინო მამუკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ამხელა ფიგურა სირადაა ქცეული“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
🔵„კარგი დღეა პრობლემებში გასარკვევად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად“ - მიხეილ ცაგარელი