Digest Logo

„თქვენთვის მოვკვდები!...“ - ლაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს მიმართავს

1751187762
ლაშა ბექაური

ქართველი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ახალი პოსტით ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს.

სპორტსმენი ხშირად აზიარებს ცხოვრებისეულ კადრებსა და წარმატების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს.

ამჯერად მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მათთან მოლოდინების შესახებ ისაუბრა:

„ვიცი რომ ქართველებს სხვანაირი სიყვარული შეგვიძლია და ამას ყოველ შემხვედრთან ვგრძნობ და ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეუბნები რომ ქართველად დავიბადე.

მიყვარხართ ჩემო ქართველებო!

თქვენთვის მოვკვდები!“, - წერს ლაშა ბექაური.

ლაშა ბექაური ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული და პატრიოტი სპორტსმენია, რომელიც ქვეყნის სახელით არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს და გამარჯვებებს ქართველ გულშემატკივარს უძღვნის. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მეგობრებთან გულწრფელი საუბრები დაგაახლოებთ...“ - 27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

⭕ილია თოფურია: დღეს ის გავაკეთე, რაც დაგეგმილი მქონდა - ყველაფერი რაც მაქვს, ღმერთის დამსახურებაა

⭕„ვინ ჯანდაბამ უთხრა პიმბლეტს, რომ ოქტაგონზე ასულიყო...ეს არ უნდა მომხდარიყო...“ - დანა უაითი