„ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის“ დამფუძნებელი, დირექტორი და ტრენერი ხათუნა მუზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგს რამაზ გიგაურს მადლობას საჯაროდ უხდის.
როგორც ირკვევა, ხათუნას მიმდინარე პერიოდში მოგზაურობა თბილ ქვეყნებში, ოკეანის სანაპიროზე უნდოდა, რაც თვეებს წინ სწორედ რამაზ გიგაურმა გადააფიქრებინა.
რომ არა ეს, ხათუნა მუზაშვილი ომის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა:
„რამაზ გიგაურს მადლობა, რომ ჯერ კიდევ თვეების წინ, გადამაფიქრებინე გაზაფხულის შემობრძანების აღნიშვნა თბილ ქვეყნებში ოკეანის სანაპიროებზე.
წარმოდგენაც არ მინდა, სად შეიძლება ვყოფილიყავით და როგორ...
წელს ჩვენი „ქალთა დღეების“ მოგზაურობით აღნიშვნის ტრადიცია დავარღვიეთ მშვიდობის ფასად...
ესეც პასუხი მათ, ვინც მწერთ რატომ გადაიდო ჩვენი ქალური მოგზაურობა.
p.s.
არ დაგავიწყდეთ, რომ მასიური არეულობის დროს, ერთი ადამიანის სიმშვიდის ვიბრაციაც კი შეიძლება გახდეს გადამწყვეტი.
მშვიდობა მსოფლიოს“, - წერს ხათუნა მუზაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვირჩევთ თუ არა საკუთარ მშობლებს? - სოფია ბზეკალავა სულის ინკარნაციაზე