„ბასტი-ბუბუს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ სხვიტარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
მისი ინფორმაციით, ვიღაც კრიმინალებს, ადრე დაურქმევიათ „კლიჩკებად“ „ბასტი და ბუბუ“.
„ცოტა სასაცილო ამბავი! მოკლედ, ვიღაც კრიმინალებს ადრე დაურქმევიათ „კლიჩკად“ „ბასტი და ბუბუ“. ეს კრიმინალები ციხეში მოხვდნენ, მერე გამოვიდნენ და სახელმწიფო სექტორში დასაქმდნენ.
ახლა პოლიტიკური გადაცემები მსჯელობენ ამ „ბასტიზე და ბუბუზე“, რამდენად სწორია, მათი სახელმწიფო სექტორში დასაქმება.
და რაც ყველაზე სასაცილოა, მათ მოიხსენიებენ „კლიჩკით“ „ბასტი და ბუბუ“.
ეს ამბავი, დიდ გაუგებრობას იწვევს და მიკავშირდებიან მე. მინდა დაგამშვიდოთ, კრიმინალური არაფერი ჩაგვიდენია არასდროს, თუმცა სახელმწიფო ტელევიზიაში კი ვმუშაობდით 15 წელი და სახელმწიფოს ვაჩუქეთ პირველი ქართული საბავშვო ბრენდი „ბასტი ბუბუ“, - წერდა სხვიტარიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ლამის დაიჩოქა...“ - „ბარსელონას“ მფლობელი მაკა ასათიანით მოიხიბლა - უცნობი ისტორია