თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანი უნდა უსმენდეს თავისი სინდისის ხმას და მიყვებოდეს, ის გრძნობს სიწმინდეში როგორი სიხარული შემოდის. ცოდვის ჩადენისას კი მისი გული წუხს, გრძნობს, რომ რაღაც საშინელება ჩაიდინა.
ამ დროს გარბის მოძღვართან და ეუბნება მამაო დამეხმარე, ვერ ვერევი თავს; ამდენი ბილწი აზრი, ამდენი განკითხვა, ამდენი ბოროტება, მაგრამ მე არ მინდა ეს ყველაფერი. ილოცე ჩემთვის, რადგან ვერ ვერევი თავს.
მე წმინდა და მართალი ცხოვრება მინდა.
იმიტომ მოვედი ეკლესიაში, რომ გადამერჩინა ჩემი სული, რომ ჩემი სულის სარკეში ჩამეხედა აღმომეჩინა ყველა ვნება, მანკიერება და გამომესწორებინა. ამიტომ ვარ ამ წიაღში, ღმერთო მინდა შენ შეგიმეცნო, მინდა გაგიცნო და შენი სიკეთეების თანამონაწილე გავხდე, შენ დაგიახლოვო ჩემი ცხოვრება.
მაშინ ნახავ საოცარ შეწევნას ღვთისას, მაშინ რომც გატკინონ ბედნიერი იქნები, ყველაზე მძიმე განსაცდელშიც კი შეძლებ ღმერთს მადლობა გადაუხადო“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: