ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„სიფხიზლე, სუფთა გონება, მხოლოდ აქ და ამჟამად არის. აქ და ამჟამად არის სიყვარული იგივე ღმერთი.
სხვა დანარჩენი მდგომარეობა არის ღრმა ძილი და გაბრუება, ემოციებით „კაიფი” და მუდმივი დოზის ძიება ძირითადად კონფლიქტებში და ამიტომ არის ტვინიც მუდამ კრიტიკაში და სხვის განკითხვაში ან ყალბ „მზრუნველობაში”, გადამრჩენლის როლში.
ეს არის კარმა - მიზეზშედეგობრივი კავშირი.
შენ, თუ დღეს არ გრძნობ თავს მშვიდად, გტკივა ან გაწუხებს რამე, ესე იგი, ძველი დაშვებული შეცდომების ვალს იხდი მაგით.
და თუ შენ გინდა ხვალ იყო მშვიდად და ბედნიერად, მოდი, დღეს ამ ვალის გადახდისთვის იყავი მადლიერი, აღარ დაუშვა დღეს შეცდომები და ხვალ იქნები კარგად.
რა არის შეცდომა - სხვის ცხოვრებაში ჩახედვა, საკუთარი სხეულის, ფიქრების და ემოციების უყურადღებოდ დატოვება.
დაალაგე შენი ოთახი, შენი აზრებიც და შენი ემოციებიც.
არ ეკონტაქტო ისეთ ადამიანებს, ვისაც წარსულში მიჰყავხარ, ამით ისევ ღრმა ძილს მიეცემი. ძილად ყოფნა, იგივე ადამისეულ ცოდვაში დგომა, ვნებაში ან ხიბლში ყოფნის ტოლფასია.
და თუ არ იცი როგორ დაალაგო ეს ყველაფერი - იკითხე და მორჩილებაში ჩადექი.
ასე აღარ დაუშვებ შეცდომებს.
ასე დაგილაგდება ცხოვრება.
აი, რა არის ამაში რთული“, - წერს ლევან მათითაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა - არის მსხვერპლი