Digest Logo

„თუ კარგი მასწავლებელია, ის არის მოტივაციაც, ძალაც და მშვენიერებაც...“ - რას წერს გია მურღულია

1730301289
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„წეღან მეათე კლასისთვის შესრულებული სამუშაოს შეფასებები უნდა გადამეცა და მთელი სამი სართული ავიარე.
გზად რამდენიმე კლასს ჩავუარე.

ჩემი კოლეგები იყვნენ საკლასო ოთახებში და ბავშვებს სხვადასხვა საგანს ასწავლიდნენ.ზოგს უკვე კარგი გამოცდილება აქვს, სხვანი კი ჯერ მთლად ახალგაზრდები არიან. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ - მომავალ თაობას (რაღა „მომავალ" - ისინი უკვე აქ არიან) ფიქრის, მეტყველებისა და ქცევის კულტურას აზიარებენ.

საქართველო საკლასო ოთახებში ემზადება სამყაროსთან თანამშრომლობისა და კონკურენციისთვის.
ქედს ვიხრი მასწავლებლის პროფესიის წინაშე - ისინი რომ არა, კაცობრიობას განვითარება სანატრელი გაუხდებოდა და მხოლოდ "პირველი აღქმის" წრეზე ივლიდა. მე ჯერ „ფანჯარა“ მაქვს და შემიძლია, ასე საჯაროდ, პატივი მივაგო ჩემი კოლეგების გარჯას - მათ კი ახლა თავისი საქმე აქვთ. ეს საქმე ძალიან ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის.

მოდით, ჩუმად ვუთხრათ, რომ გვიყვარს ისინი და ყველა ის სიკეთე, რასაც საქართველოს აწმყოსა და მომავლისთვის გაიღებენ. მასწავლებელი მოსწავლეში არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის ცოცხლობს მასში.
და თუ კარგი მასწავლებელია, ის არის მოტივაციაც, ძალაც და მშვენიერებაც“, - წერს გია მურღულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოველდღიურად ვცდილობ, როგორ გავხდე დამოუკიდებელი და როგორ შევიქმნა უკეთესი პირობები...“ - გაიცანით 30 წლის პარასპორტსმენი გიორგი ხიზანიშვილი

„ორივე ფეხბურთელი ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ არის...“ - რა ინფორმაცია ვრცელდება ვალენსიაში მცხოვრებ ფეხბურთელებზე, სადაც სტიქია მძვინვარებს

⭕ „საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეები გვაქვს, რაშიც ვდებთ ჩვენს ძალებს და ინვესტიციას, ის საზრდო გვეძლევა სიყვარულის ან ტანჯვის სახით“ - რას წერს ასტროლოგი