Digest Logo

„თუ მამუკა მდინარაძეს კითხვები აქვს ჩვენი იმედიდან წამოსვლის შესახებ, შეუძლია ნიკა ლალიაშვილს დაურეკოს და ჰკითხოს“ - ნანუკა ქაჯაია

1656077564
ნანუკა ქაჯაია და მამუკა მდინარაძე

„ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა მდინარაძეს შორის დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მდინარაძემ ჟურნალისტს ჰკითხა - „იმედიდან შენით წახვედი?“ საპასუხოდ ქაჯაიამ უთხრა, რომ ის ტელევიზიიდან არავის გამოუშვია და სწორედაც რომ თავისი სურვილით დატოვა სამსახური.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში ნატა ქაჯაიას დამ - ნანუკა ქაჯაიამ პოსტი გამოაქვეყნა. მამუკა მდინარაძე მონიშნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სამსახურის დატოვების მიზეზებზე საჯაროდ საუბარი არაეთიკურად მიაჩნიათ, ამავე სტატუსში მან პოლიტიკოს მოუწოდა დეტალები ტელევიზიის ხელმძღვანელებთან გაერკვია.

„სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საჯაროდ საუბარი არასდროს გვეგონა მე დას ეთიკური და ახლაც ასე გვგონია. ვფიქრობთ, პატივისცემას იმსახურებენ კოლეგები და მეგობრები, რომლებიც იქ მუშაობას აგრძელებენ...

მაგრამ თუ მამუკა მდინარაძეს კითხვები აქვს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, იმედიდან წამოსვლის შესახებ, შეუძლია ნიკა ლალიაშვილს დაურეკოს და დეტალურად გამოკითხოს ყველაფერი.
(მაგალითად, ჰკითხოს როგორ ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას უცხოეთში გაშვებით, პარაგრაფსა და ოქროს კოშკებში მოგზაურობით)

და თუ მაინც დარჩება მდინარაძეს კითხვები, შემიძლია საჯაროდ, მტკიცებულებებით, უფრო მკაფიოდ ავუხსნა რეალური მიზეზი. უბრალოდ არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო ის ადამიანები, ვინც ჩემს ყოფილ სამსახურში დღემდე მუშაობენ“, - წერს ნანუკა ქაჯაია.

აგრეთვე წაიკითხეთ

🔵„არაადამიანობით უსიამოვნოდ გამაოცა“ „ყველა საათს დაუკარგე ფასი“... - ზვიად ციკოლია ამ პოსტის გამო სკანდალში გაეხვია

🔵„მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„შენი არხის ბავშვებს თავს დაესხა ვიღაც შენნაირი „ევროპელი“, ხმას როდის ამოიღებთ..?“ - ნათია ბერიძე კახა კინწურაშვილს