Digest Logo

„თუ მართლა გვიყვარს ჩვენი შვილები, უნდა ვაღიაროთ ეს ამბავი...“ - რას წერს მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე

1783674632
ბავშვები ბავშვები

ხშირ შემთხვევაში, შვილებს ვუშლით ყველაფერს - დაწყებული ჩაცმის სტილიდან, დამთავრებული იმით, თუ როგორ უნდა იფიქრონ და იცხოვრონ. მერე ამ ჩვენს გაბერილ ეგოს, სუფთა წყლის მანიპულაციასა და ტოტალურ კონტროლს ლამაზად ვფუთავთ და ვარქმევთ ყველაზე წმინდა სახელს - „სიყვარულს“. ვითომ მათზე ვზრუნავთ, ვითომ ცუდისაგან ვიცავთ და ა.შ.

სინამდვილეში კი, თუ საკუთარ თავთან გულწრფელები ვიქნებით, და ვიწრო ხედვიდან გამოვალთ, ცოტა მწარე სიმართლეს დავინახავთ.

მთელი ეს აკრძალვები ჩვენივე შვილებზე პროექციაა. ჩვენში ის პატარა, დათრგუნული ბავშვი იღვიძებს, რომელსაც თავის დროზე ფრთები შეუკვეცეს. გაიხსენე აბა - როცა შენ იყავი პატარა, მამაშენი ან დედაშენი თუ ა.შ. როგორ გიყურებდა, როცა რაღაც „ისეთს" აკეთებდი? არ შეიძლებოდა ხმამაღლა სიცილი, განსხვავებული აზრის გამოთქმა, თუნდაც თმის უცნაურად შეჭრა. „რას იტყვის ხალხი?", „როგორ იქცევი, შეგრცხვეს!" - მსგავსი ფრაზები ისე ღრმად ჩაგვიჯდა ტვინში, რომ ჩვენივე ნამდვილი, თავისუფალი "მე" სადღაც ბნელ კუთხეში მივამწყვდიეთ.

და აი, წლების მერე, ვხედავთ ჩვენს შვილს - თავისუფალს, ლაღს, სულ ფეხებზე რომ ჰკიდია სხვისი აზრი. რა ემართება ამ დროს ჩვენში ჩამალულ იმ პატარა ბავშვს? მაგრად იგრუზება და ბრაზდება. შურიც კი უჩნდება - "მე თუ არ მქონდა უფლება ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც მინდოდა, ამან რატომ უნდა გაიხაროს?" ჰოდა, ვიწყებთ ჩვენც შეტევას. „გვიტყდება“ იმის აღიარება, რომ მათი თავისუფლება ჩვენს არათავისუფლებას გვახსენებს. ამიტომ, ავდგებით და ჩვენს ტრავმებს პირდაპირ მათ ვახვევთ თავს.

ტიპი 40 წლისაა და ჭკუიდან გადადის, როცა მისი შვილი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას - იქნება ეს მეგობრებთან ერთად სადღაც წასვლა, თავისი გემოვნებით ოთახის მოწყობა, თუ უბრალოდ იმის თქმა, რომ დღეს სადილად ესა და ეს საჭმელი არ უნდა. ზის ეს კაცი, იშლის ნერვებს და გაყვირის: „აქ ჩემი სიტყვაა კანონი, სანამ ჩემს ჭერქვეშ ხარ, ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი!“.

მაგრამ რეალურად, მანდ 40 წლის მამა კი არ ბობოქრობს, არამედ ის პატარა ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში საკუთარი აზრის გამოთქმის შანსიც კი არ ჰქონდა. ის ბავშვი, რომელსაც მშობლები ყოველ ნაბიჯს უთვლიდნენ, ყველაფერს უსაზღვრავდნენ და არაფრის თავისუფლად გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ.

ჰოდა, ჩვენი ტვინიც აი ასეთ უცნაურ კავშირს აკეთებს: როცა შენს შვილში ხედავ იმ თავისუფლებას, რომელიც შენ ბავშვობაში არასდროს გქონია, შენი შინაგანი ბავშვი მომენტალურად იგრუზება და ბრაზდება. გონება გეუბნება: „მოიცა, მე თუ არაფრის უფლება არ მქონდა და მაინც 'ადამიანი გავხდი', ამას რატომ უნდა ჰქონდეს ყველაფერი ფეხებზე დაკიდებული?!“ და ზუსტად იმ მომენტში, როცა შვილს თავისუფლებას უზღუდავ, შენ უბრალოდ შენი მშობლების ძველ აკრძალვებს „აკოპირებ“ და ბავშვობისდროინდელ ბოღმას საკუთარ შვილზე ანთხევ.

აქ შეიძლება ვინმემ თქვას - "მოიცა, მერე რა ვქნა, რაღაცას რომ აშავებს ან ცუდ გზაზე მიდის, არ გავაფრთხილო?" კი, ბატონო, როგორ არა, აუცილებელიც კია. სწორედ აქ შემოდის სცენაზე ნამდვილი, უნივერსალური სიყვარული. მშობლის პირდაპირი მოვალეობაა აუხსნას, დაელაპარაკოს, თავისი გამოცდილება გაუზიაროს და მოსალოდნელ საფრთხეებზე გააფრთხილოს შვილი, მაგრამ როცა ამ ახსნის მერე მას არჩევანის უფლებას ვართმევთ და ვეუბნებით -„არა, მაინც ისე იზამ, როგორც მე გეუბნები“, აი მანდ მთავრდება სიყვარული და იწყება ჩვეულებრივი ძალადობა. კი, ზუსტადაც რომ ძალადობა და ეგოს დიქტატურა.

გაფრთხილება ერთია, მაგრამ თუ ადამიანს საკუთარი შეცდომის დაშვების და არჩევანის თავისუფლებას ართმევ, ესე იგი, მას შენს საკუთრებად აღიქვამ და არა დამოუკიდებელ ინდივიდად. უნივერსალური სიყვარული ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს უხსნი, გულს უშლი, უზიარებ იმას, რაც იცი, მაგრამ ბოლოს უტოვებ მთავარს - არჩევანის თავისუფლებას და ეუბნები: "გადაწყვეტილება შენია და მე ნებისმიერ შემთხვევაში შენ გვერდით ვარ“.

თუ მართლა გვიყვარს ჩვენი შვილები, უნდა ვაღიაროთ ეს ამბავი. სიყვარული ეგოს დაკმაყოფილება არაა. სიყვარული ისაა, როცა ხედავ, რომ შენი შვილი ფრინავს და შენ კი არ ცდილობ გალიაში შემოისვა - თუნდაც ეს შენი "გამოცდილებით" მოოქროვილი გალია იყოს - არამედ უბრალოდ ტკბები მისი ფრენით. მოდი, ვაპატიოთ ჩვენს მშობლებს მათი შეცდომები, მაგრამ ნუ გავიმეორებთ იმავეს. მივცეთ შვილებს უფლება, იყვნენ ცოტა "გიჟები", ცოტა უცნაურები, დაუშვან საკუთარი შეცდომები და რაც მთავარია - იყვნენ საკუთარი თავები. ჩვენი შინაგანი ბავშვი კი, მოდი, შვილებთან ერთად გავათავისუფლოთ და მათთან ერთად ვისწავლოთ ხელახლა სუნთქვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

10 ივლისი: შინაგანი სიბრძნისა და მეორე შანსების დღე - „ხელს უწყობს წარსულის გადახედვას, შეცდომების გამოსწორებას“

🎥 როგორ აღნიშნა მანუ მურღულიამ დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან

„შესაძლებელია მოულოდნელი ფულადი შემოდინება, ძველი ვალის დაბრუნება...“ - 10 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი