Digest Logo

„თუ რაიმე წარმატებისთვის მიმიღწევია, თუ რამ ვიცი, ეს უპირველეს ყოვლისა მისი დამსახურებაა“ - გია ბაღაშვილი კუკური ჭოხონელიძეს იხსენებს

1773324050
გია ბაღაშვილი

ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში გამოჩენილ ფოლკლორისტს, მეცნიერს და პედაგოგს კუკური ჭოხონელიძეს იხსენებს და მასზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

როგორც თავად აღნიშნავს, იგი იყო სამაგალითო ვაჟკაცი, სითბოთი სავსე, სუფთა გულისა და ნათელი გონების განსახიერება:

„22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კუკური აღარ მყავს...

ჩემი მასწავლებელი, უფროსი მეგობარი, თანამოაზრე, სამაგალითო ვაჟკაცი, სითბოთი სავსე, სუფთა გულისა და ნათელი გონების განსახიერება, მუდამ სიკეთის მთესველი კაცი...

კუკური ჭოხონელიძე გამოჩენილი ფოლკლორისტი, დიდი მეცნიერი და პედაგოგი იყო. თუ რამ ვიცი ფოლკლორისტიკაში და თუ რაიმე წარმატებისთვის მიმიღწევია, როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში, ეს უპირველეს ყოვლისა, კუკურის დამსახურებაა.

ის იყო ღირსეული თბილისელი, ნაღდი პლეხანოველი... ძალიან რომ მომენატრება ხოლმე, მის მშობლიურ უბანში გავივლი, ჯერ დავით აღმაშენებლის 114 ნომერში, მის მემორიალურ დაფას მოვეფერები და შემდეგ იქვე, რამდენიმე ასეულ მეტრში, კუკური ჭოხონელიძის სახელობის ქუჩაზე გავივლი...

გიზო ნიშნიანიძე წერდა ნიაზ დიასამიძეზე:

„ნიაზი თბილისს ისე უხდებოდა,
როგორაც ნიავი დილის,
მე დავავიწყდები, შენ დაავიწყდები,
ის არ ავიწყდება თბილისს“.

კუკურის სახელი, დარწმუნებული ვარ, არასოდეს მიეცემა დავიწყებას და ამაში, პირველ რიგში, ის ასეულობით სტუდენტი დამემოწმება, ვინც კუკური ჭოხონელიძემ ტრადიციული ქართული სიმღერის მადლს აზიარა“, - წერს გია ბაღაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 საუკეთესო დეტოქს პროდუქტები შენი ორგანოების მიხედვით - რჩევები ნუტრიციოლოგისგან

„ეს კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტია, რომელსაც რეფლექსიის შემდეგ სიცხადე მოაქვს...“ - რას მოგვიტანს იუპიტერის რეტროგრადული მოძრაობა

„ქრისტესმიერი ცხოვრება არის შენი ვალდებულება, როგორც ღვთის შვილისა, როგორც სასუფევლის მოქალაქისა“ - თეოდორე გიგნაძე