Digest Logo

„თუ როგორმე ეს სიტუაცია არ ჩაცხრა, მაშინ სულ სხვა ტალღობრივ სცენებს იხილავს მსოფლიო“ - გიორგი ლობჯანიძე მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაზე

1772390504
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე წერს:

„ირანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზებზე იერიშის მიტანას განიხილავს, პარალელურად კი ,,აიათოლა ალი ხამენეი“ ლიკვიდირებულია. ომის მეორე დღე იმაზე ცხელი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი იყო.

ამ პოსტში დღევანდელ ამბებს და გეოსტრატეგიულ მდგომარეობას მიმოვიხილავ:

ოფიციალურმა თეირანმა 40-დღიანი გლოვა გამოაცხადა!

ირანის სულიერი ლიდერი ებრაულ-ამერიკულ ჭურვებს ემსხვერპლა, ლიკვიდრებულია ყოფილი პრეზიდენტი, „აჰმადინეჯადიც“, თუმცა სპარსელები გაჩერებას არ აპირებენ და წინასწარ ინფორმაციით ცნობილია ახალი აიათოლას ვინაობაც.

ამჯერად მთავარი მესაჭე, დიდი ალბათობით, „აიათოლა ალირეზა არაფი“ იქნება.

დილის საათებში ირანის მეჩეთზე წითელ ფერში გამოწყობილი ჯიჰადის დროშები დაკიდეს, ხოლო აიათოლა მაქარიმ შიიტურ სამყაროს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

მძიმე სიტუაცია იყო მთელი დღის განმავლობაში პაკისტანისა და ერაყის რიგ ქალაქებში, მომიტინგეები ხელკეტებით და სხვადასხვა შეიარაღებული ხელსაწყოებით არბევდნენ ამერიკის საელჩოს.

ამერიკული და ებრაული ავიაცია განაგრძოს ირანის ქალაქების მასირებულ დაბომბვას, თავის მხრივ ირანი შეუჩერებლად ისვრის სხვადასხვა ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს.

ბომბები ჩამოცვივდა თელავივსა და იერუსალიმში, ასევე ბეით-შემეშში, დაღუპულთა რიცხვი გაზრდილია.
ირანულმა დრონებმა დაარტყეს აბუ-დაბიში მდებარე ფრანგულ საზღვაო ბაზას, ხოლო აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებით მოკლულია 3 ამერიკელი ჯარისკაცი, 5 კი მძიმედაა დაჭრილი.

გაიჟღერა ჩინურ წყაროებში ინფორმაციამ, რომ ოფიციალური ჩინეთი მზადაა უმოკლეს დროში მოამარაგოს ირანის თავდაცვითი სისტემები, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა „CM-302” ტიპის რაკეტების მიწოდებაზე.

ირანმა დღეს დილიდან სპარსეთის ყურეში კონტროლი დააწესა, ცეცხლს უხსნიან გამავალ ტანკერებს, რა შეიძლება რომ მოჰყვეს მომდევნო დღეებში ამ ყველაფერს და რას შეიძლება რომ ველოდოთ?

ღრმა ანალიზისთვის გეტყვით და კიდევ ერთხელ დასტურდება დღევანდელ მსოფლიო წესრიგში რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართლის ნორმები, მართალია ის, ვინც ძლიერია.

აშშ-ისრაელის მხრიდან ომის დაწყებას აუცილებლად მოჰყვება რეგიონალური კონფლიქტის გაღვივება და + სულ მალე ნავთობის ფასების კოლოსალური მატება. ბევრს კი უხარია ეს ყველაფერი, თუმცა იმის იქით უამრავი თემაა გზის პირზე.

თუ ეს პრობლემა დროულად არ გადაიჭრა, მაშინ ვიხილავთ ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებს და სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მორიგ ნონსენსს.

ღრმა გეოსტრაგეგიული კუთხით გიამბობთ, რომ ჩინეთისთვის და რუსეთისთვის აშშ-სა და ისრაელის გამეფება ახლო აღმოსავლეთში ომის კერების ჩაცხრობის ნაცვლად სრულ ესკალაციაზე მიანიშნებს.

ფაქტობრივად, აშშ-მ ხელთ იგდო მთელი ამერიკა, მის განკარგულებაშია ევროპა და ახლა უკვე შედის აზიისკენ.
მორიგი მსხვერპლი უდიდესი ალბათობით იქნება პაკისტანი, რამე თუ ისინიც შიიტი მუსლიმები არიან და თან აქვთ დიდი რაოდენობით ატომი, ეს კი ისრაელს საკუთარი კომფორტისთვის არ აწყობს.

დროებით ამ ომით იხეირებს რუსეთი, მოთხოვნა გაიზარდა ნავთობზე და შეუძლია ჩრდილოეთს მილიარდების კეთება, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში მათთვის დამანგრეველია აშშ-სა და ისრაელის შემოსვლა აზიურ ნიადაგზე.

ერთი სიტყვით, თუ როგორმე ეს სიტუაცია არ ჩაცხრა და ომი დიდი ხნით გაგრძელდა, მაშინ სულ სხვა ტალღობრივ სცენებს იხილავს მსოფლიო და არ მგონია ვინმეს ინტერესში შედიოდეს ეს ყველაფერი.

და ბოლოს: ქართველებო, ემიგრანტებო, თავს გაუფრთხილდით და დაუდექით გვერდში ერთმანეთს! მშვიდობიან დღეებს გისურვებთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕3 მარტს არა მხოლოდ სავსემთვარეობას, არამედ მთვარის დაბნელებასაც ვიხილავთ - რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დღეს

⭕ მარტის თვის სილამაზის და ჯანმრთელობის კალენდარი - „მაღალია დაინფიცირების რისკი“

⭕„ძველი კავშირი სრულდება...“ - რა გავლენას იქონიებს 3 მარტის მთვარის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე: ხათუნა ნოელი