ბათუმელი მოდელი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გამორჩეული სილამაზის გოგონა სამი შვილის დედაა.
როგორც ცნობილი ხდება, მარიამი მეუღლეს დაშორდა, რომელიც პროფესიით კაპიტანი იყო.
ინფორმაცია გამომწერებს მან თავად გაუზიარა:
„ასეთი ლამაზი კეთილი გოგო ქმარს რატო დაშორდი ძალიან გვაინტერესებს?“,- ეკითხება მას ერთ-ერთი გამომწერი
მარიამ შუკაკიძე: მიზეზს თქვენ ვერასდროს გაიგებთ. უამრავი ჭორი გავრცელდა, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვინმე სანახაობას ან სკანდალს ელოდება, არცერთი მხრიდან არ იქნება.
კონკრეტული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილებისთვის, საუკეთესო მშობლები
ვიქნებით.
„მართლა დაშორდი თუ ხუმრობ?? ვაიმე, არ მჯერა“,- ეკითხება კიდევ ერთი გამომწერი.
მარიამ შუკაკიძე: არა მგონია ასეთ საკითხებზე ვინმე ხუმრობდეს. ურთულესია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი დრო და დაფიქრება სჭირდება. მარტივი არ არის 8 წლის ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო, თუმცა არავინ იცის, რეალურად რა პრობლემებია ოჯახებში, ამაზე ღიად არავინ საუბრობს.
არც ახლა ვაპირებდი, ამ ამბის გასაჯაროებას. ჩვენმა ახლობლებმა ისედაც იცოდნენ, თუმცა არ იქნებოდა ლამაზი, როცა ამხელა აუდიტორია მყავს და არაფერს ვუზიარებდე“.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც ზამთრის დასასრული ახალი, ბევრად წარმატებული ეტაპის დასაწყისი იქნება