Digest Logo

🎥 „თურქმა ექიმმა მხოლოდ პროთეზების ფული მოითხოვა, ოპერაცია კი უსასყიდლოდ ჩატარდა...“ - ქართველი ტყუპი ძმების დაუჯერებელი ისტორია

1752504140
ტყუპი ძმები

ფოტოგრაფი „დანტესი“ რომელიც სოციალურ ქსელში ქველმოქმედებით და ადამიანების დახმარებით არის ცნობილი, სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს გვიზიარებს.

ტყუპ ძმებს, რომლებსაც ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდათ, რაც სიარულის შეზღუდვაში გამოიხატებოდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდათ.

როგორც „დანტესი“, წერს ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა და ძმები თავს კარგად გრძნობენ.

„დაგვიბრუნდა ჩვენი მებრძოლი ბიჭი.

ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და თორნიკეს ორივე ფეხი გაუსწორდა“, - წერს დანტესი კადრებზე.

რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში „დანტესმა“ ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ მათ სასწრაფო ოპერაცია და დახმარება სჭირდებოდათ, იმისათვის რომ ფეხზე დამდგარიყვნენ. საზოგადოებამ მათთვის თანხების შეგროვებაც დაიწყო, თავდაპირველად საუბარი სოლიდურ თანხაზე იყო, თუმცა თურქმა ექიმმა მხოლოდ პროთეზების ფული მოითხოვა, ოპერაცია კი უსასყიდლოდ ჩატარდა.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ აღმოვაჩინოთ ანევრიზმა 5 წლით ადრე სანამ განვითარდება? - კოტე თოდუას რჩევები

⭕„წარმოსახვა ქმნის ახალ რეალობას და ის ზოგჯერ ნამდვილზე მნიშვნელოვანია...“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, შვილიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო“ – საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია