Digest Logo

„ტყის ხანძრები უმეტესად ადამიანური ფაქტორით არის გამოწვეული და მას ძირითადად სამი მიზეზი განაპირობებს...“ - რას წერს გოგა ჩანადირი

1718963885
ტყეტყეტყეტყე

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხანძრების უმეტესობა ადამიანთა დაუდევრობითაა გამოწვეული. იგი საზოგადოებას მოუწოდებს, არ დატოვონ ნარჩენები ტყეში.

„ტყის ხანძრები უმეტესად ადამიანური ფაქტორით არის გამოწვეული და მას ძირითადად სამი მიზეზი განაპირობებს:

კოცონის დანთება ტოტების ქვეშ, კოცონის, კონკრეტულად კი ნაკვერჩხლის უყურადღებოდ და ჩაუქრობლად დატოვება და ნარჩენების ტყეში დატოვება, რომელიც მზის სხივებს ირეკლავს და ხმელ ფოთლებსა და ტოტებზე ცეცხლს აჩენს.

ჰოდა, მოდი, ნურც ნარჩენს დავტოვებთ ტყეში, ნურც ხის ქვეშ ან ქარის დროს ავანთებთ კოცონს, ნურც უყურადღებოდ დავტოვებთ ცეცხლსა და ნაკვერჩხალს“, - წერს გოგა ჩანადირი.

 ასევე დაგაინტერესებთ:  

ოთარ კიტეიშვილი ჩეხეთთან მატჩს გამოტოვებს

🎥 „ბავშვს ლაშა ტალახაძეს ვეძახით, ძალიან დაკუნთულია...“ - რას ჰყვება ქეთი ხატიაშვილი პოსტსამშობიარო პერიოდზე

🎥 ახალგაზრდა თაობის ახალი საფრთხე - ვეიპის საგანგაშო შედეგები