ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„ყოველ მნიშვნელოვან სივრცეს თავისი არსობის კოდი აქვს.
ასეთი სივრცე არაფერს იჩემებს ან ითვისებს - ის განასახიერებს.
სიტყვა „ქალაქი" ძველ საქართველოში წესრიგს უკავშირდებოდა - ქაოსისგან განსხვავებით ქალაქი მოწესრიგებული, გარკვეული ნიშნით ჰარმონიის დამბადებელი ადგილია (აქედან მოდის "მოქალაქეც" და „მოქალაქეობაც“).
გარკვეული დათქმებით, განსახოვნებით, დაშვებითა და პირობითობით სახელები შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ:
პარიზი - თავისუფლების ქალაქი.
რომი - ხელოვნების ქალაქი.
ბერლინი - წესრიგის ქალაქი.
ტოკიო - პასუხისმგებლობის ქალაქი.
შანხაი - ტექნოლოგიების ქალაქი.
ლონდონი - ფინანსების ქალაქი.
ვაშინგტონი - ძალაუფლების
ქალაქი.
ვენეცია - მშვენიერების ქალაქი.
ქაირო - იდუმალების ქალაქი.
ნიუ-იორკი - გლობალიზმის ქალაქი.
დელი - მრავალფეროვნების ქალაქი.
ვენა - მუსიკის ქალაქი.
იერუსალიმი - რწმენის ქალაქი.
ბარსელონა - სიყვარულის ქალაქი.
ისპაჰანი - სიძველის კულტურის ქალაქი.
პეკინი - ცივილიზაციური უწყვეტობის ქალაქი.
ათენი - განათლების ქალაქი.
თბილისი - თბილი გულების ქალაქი.
კიდევ არის ერთი ქალაქი, რომელიც ყველგანაა - ღმერთის ქალაქი.
ის ნებისმიერი სივრცის მარადიული სულია.
სწორედ ის უყვართ, როდესაც მის ქუჩებში დადიან და უბრალო ხის სახლიც იქ ტაძარია.
ღმერთის ქალაქში შენობები არასდროს ინგრევა“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გული გახსენით ახალი შესაძლებლობებისთვის“ - 5 აგვისტოს ენერგიები