Digest Logo

„უდიდესი სიხარულით და უზარმაზარი სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ მე ეს შევძელი✨“ - რა სიახლეა ნინი შერმადინის ცხოვრებაში

1771682478
ნინი შერმადინი

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საზოგადოებას სოციალურ ქსელში სიახლეს უზიარებს.

მისი თქმით, ძალიან მალე ბასტი-ბუბუ ამერიკაში ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი, რაც ნინისთვის დიდი პასუხისმგებლობა, დიდი სიყვარული და დიდი გამარჯვებაა:

„უდიდესი სიხარულით და უზარმაზარი სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ მე ეს შევძელი ✨

ძალიან მალე ბასტი-ბუბუ ამერიკაში ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი Art Hub Production-ის მიერ.

ეს ჩემთვის მხოლოდ პროექტი არ არის — ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, დიდი სიყვარული და დიდი გამარჯვება ჩვენი ემიგრანტი ბავშვებისთვის.

ბავშვები ბავშვებისთვის 💫 ზღაპრული სამყარო, ბედნიერი ხმები, ყველასთვის საყვარელი სიმღერები და კლიპები — ყველაფერი, რაც ბავშვობას ნამდვილ სიხარულად აქცევს. ამ გზას დიდი გეგმებითა და დიდი იმედებით ვიწყებ ჩემს გუნდთან ერთად.

უღრმესი მადლობა ბასტი-ბუბუს დიდ ოჯახს ნდობისთვის — ეს ნდობა ჩემთვის უდიდესი ფასეულობაა ❤️ მე მჯერა ბავშვების. მე მჯერა ოცნებების და დიახ — მე ეს შევძელი ✨🌈 მიყვარხართ“, - წერს ნინი შერმადინი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ცხოვრება გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ლოგიკა და ცოდნა არ კმარა...“ IQ VS EQ - რომელი უფრო მნიშვნელოვანია?

„პლანეტების მდებარეობა და ტრანზიტები 2026-ში, რომლებიც აძლიერებენ ან აჩქარებენ ცვლილებებს დაბნელებები“ - რას წერს ლამზირა ხაჭაპურიძე

ნაწლავები და ტვინი: დაუჯერებელი კავშირი, რომელიც მართავს შენს განწყობას - „როცა ის ირღვევა, აღმოცენდება შფოთვა, დეპრესია“