ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„გიფიქრიათ იმაზე, რომ ყველა შინაარსს გამოხატვის თავისი იდეალური ფორმა აქვს?
სათქმელის თქმა, რა თქმა უნდა, ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ სულ სამი ვერსიაა:
ზედმეტი,
ნაკლები,
სრულყოფილი.
უფრო მეტი სიტყვა - ლაკონიურობის ნაკლებობაა.
უფრო ნაკლები სიტყვა - აუცილებელი ნიუანსის დაკლებაა.
მხოლოდ საჭირო ზომიერებაა სრულყოფილება.
მურმან ლებანიძე ამას ასე ამბობს (1983):
„ლექსს ვინ არ წერს!
შენც წერ, მეც ვწერ,
სული ლექსით გვიდგას!
მაგრამ ჩემგან ეს გახსოვდეს:
შაირ-სიტყვის სხვლაში
ის, რაც შესაძლებელია
ოთხ სტრიქონში ითქვას,
ყოვლად შეუძლებელია
კარგად ითქვას რვაში!“
წადი შენ და ლაკონიურობა ანუ მცირე ფორმის ხიბლი ასწავლე:
ბეითის ოსტატს,
ჰაიკუს ოსტატს,
რობაის ოსტატს,
ტანკას ოსტატს...
ყველაფერს თავისი იდეალური ფორმა უხდება.
არაფერი ზედმეტი!
გადაჭარბება გემოვნების ნაკლებობაა.
ღმერთმაც დაწერა თავისი „ლექსი“ - სამყარო.
ექვსი სტრიქონი დასჭირდა.
უფრო ცოტა? - არსებას დააკლებდა.
უფრო მეტი? - გამეორების სიყალბე დაიბადებოდა.
„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“.
რამდენად მოკლედ?
რამდენადაც ფიქრის სრული სიცოცხლე არ დაზარალდება“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მეოთხე კლასში ვიყავი როცა რვეულში დავწერე - მე მინდა გამოვიდე კაპიტანი...“ - ნათია ლაბაძე