
სოციალურ ქსელში მაღაზიის „2 ნაბიჯი“ კამერების ვიდეომასალა ვრცელდება, სადაც არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელის, ხატია ვიბლიანის მიერ მოზარდის მიმართ ჩადენილი ძალადობის ამსახველი კადრები ჩანს.
ვიდეოს უფლებადამცველი თათია მაისურაძე ავრცელებს:
„არასრულწლოვანზე სასტიკი ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, გიზიარებთ მაღაზიის შიდა და გარე ტერიტორიის ვიდეოჩანაწერებს;
ჩანაწერებით უტყუარად დგინდება, რომ ხატია ვიბლიანი უხეშად და აგრესიულად ეკამათება მაღაზიის თანამშრომელს;
არასრულწლოვანი მას მოუწოდებს შეწყვიტოს კამათი და დატოვოს მაღაზია, რის შემდეგაც ბრალდებული მაღაზიაშივე უსწორდება მას ფიზიკურად;
ბრალდებული დაჟინებით ექაჩება არასრულწლოვანს მაღაზიის გარეთ, რათა კამერებს მიღმა შეძლოს მასთან უფრო სასტიკად გასწორება;
ხატია ვიბლიანი შეგნებულად ელოდება არასრულწლოვანს მაღაზიის გარეთ და პირველი შესაძლებლობისთანავე აგრძელებს მასზე ფიზიკურ, სასტიკ ძალადობას;
ვიდეოჩანაწერებით არაერთ კითხვას გაეცა პასუხი; (სრული ჩანაწერები ბევრად ვრცელი და მძიმეა)
სიმართლე არასდროს იმალება. პირი, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასე სასტიკად გაუსწორდეს ადამიანს - არასრულწლოვანს, ვალდებულია კანონის წინაშე პასუხი აგოს ამ ქმედების შედეგებზე“, - წერს თათია მაისურაძე.
14 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
ასევე დაგაინტერესებთ: