Digest Logo

„უსახელო მდიდარი არ შეიძლება ბედნიერი იყოს? ან კატეგორიულ ღარიბს ეკრძალება, ბედნიერების განცდა ჰქონდეს?“ - რას წერს გია მურღულია

1781615787
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:

„ზოგი მარტო ქონებას შოულობს, ზოგი მარტო სახელს, ზოგი ორივეს და ზოგიც არც ერთს.

პირველი მდიდარია, მაგრამ თუ მხოლოდ ქონებას ეძიებს, ღირსება არ აქვს.

მეორეს პატივს მიაგებენ, მაგრამ ქრონიკულად არ აქვს შეძლება.

მესამეს თითქოს ბედნიერების მშვენიერი შესაძლებლობა აქვს, რაკიღა არც ქონება აკლია და არც სახელი.

მეოთხე კი, ერთი შეხედვით, უკიდურესად უბედურია.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ბედნიერების მხოლოდ ერთხელ ხსენებით შეცდომა ხომ არ დავუშვით?

უსახელო მდიდარი არ შეიძლება, რომ ბედნიერი იყოს?

ან კატეგორიულ ღარიბს ეკრძალება, ბედნიერების განცდა ჰქონდეს?

უსახელო ღარიბიც სამუდამოდ განწირულია საიმისოდ, რომ ბედნიერება ვერასდროს იხილოს?

თუ ბედნიერების საფუძველი სიყვარულია, მაშინ ფული და სახელი ვერაფერს გადაწონის.

თუმცა მავანი დაამატებს, რომ არსებობს ორი სახის ბედნიერება - კომფორტული (როცა არაფერი გიჭირს) და - არაკომფორტული (როცა ბედნიერების გარდა არაფერი გაქვს).

მოკლედ, „ხსნა ყველგან არის“.

შენ კი ეცადე, რომ ისეთ ბედნიერებას მიაღწიო, რომლისთვისაც ყოველი დღე მძიმე გამოცდა არ იქნება.

ასეთ ბედნიერებას ერთი „უცნაური“ თვისება აქვს:

„როგორც მოვა, ისე წავა, წავა თავისთავადა“, - წერს გია მურღულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ გვიჭირს ბოდიშის მოხდა და რას გრძნობს მეორე ადამიანი ამ დროს?

„თავისუფლება ის მდგომარეობაა, როცა ჭეშმარიტებასთან წინააღმდეგობაში აღარ მოდიხარ“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

„ქრისტიანს არა აქვს უნარი სიძულვილის, რადგან მასში ქრისტე ცხოვრობს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება