სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ჯგუფში „მოგზაურთა კლუბი“ სახალისო პოსტი ქვეყნდება, რომელიც საქართველოში დაბრუნებულ იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც მშობლიური გარემო არ აკმაყოფილებთ და ყველაფერ უცხოურს აღმერთებენ.
სტატუსს, რომელსაც სალომე ბოხუა აქვეყნებს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„უცხო ქვეყნიდან ჩამოსული „ფრონცკი“ ქართველის ცნობა შეგიძლიათ თუ არა რამდენიმე წამში? (თუ არა, პოსტი თქვენთვის არის)
1: ყოველთვის ყველა მომსახურებით უკმაყოფილოა.
2: სამარშრუტო ტაქსით არასდროს მგზავრობს (იმიტომ რომ „ყარს“).
3: ყველაზე და ყველაფერზე აქვს მხოლოდ ერთი არგუმენტი „იქ“ (ევროპა, ამერიკა, აზია, ანტარქტიდა, ავსტრალია, აფრიკა) ასე არ ხდება.
4: ქართველობა რა საამაყოა.
5: რუსეთის მონები ხართ.
6: ვაიმე როგორ შეიძლება XL ზომები არ ჰქონდეს ზარას? აი ამერიკაში ბიზონებსაც კი ზარა აცვია.
7: ქართველ კაცებს როგორ გავეკარები/ვიკადრებ.
8: ენის გავლის სერტიფიკატის ფრიალი და უცხო ქვეყნის „განათლება“ ლამისაა მაისურებზე დაპრინტონ და იარონ.
და ბოლოს ყველაზე მთავარი და გულის ამრევი ფაქტი არის, ის თუ როგორ იცვლიან გვარებს სოციალურ ქსელებში და ხან „შვაინშტაიგერები“ არიან და ხან „ოღლუები“. საკუთარ გვარზე იმ ქვეყნის სამეფო იმპერიის გვარებს იწერენ სადაც არიან. (ქორწინებაში რომ იყოთ კიდევ მესმის მაგრამ ნახევარზე მეტი რომ არ ხართ და მაინც იქაურ გვარებს იწერთ?)
ეს პოსტი არ ემსახურება არავის ბულინგს, უბრალოდ მინდა ზოგჯერ მაინც (ზემოთ ხსენებულმა საზოგადოებამ) საკუთარი თავი დაინახოთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ ყველგან იქნებით „ქართველები“. ყველაზე უწესრიგო ტრანსპორტში, რიგის დაცვაში თუ უჟმური სამსახურებში.
P.S. ჯიგარ ემიგრანტებზე არაფერს ვამბობ, პირიქით დიდი მადლობა და პატივისცემა ჩემგან იმისთვის რომ უზომოდ კეთილები ხართ და ყოველთვის სხვის დახმარებაზე ფიქრობთ! “
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵18 274 ინფიცირება, 8400 გამოჯანმრთელება, 41 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში