
ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე მამა გახდა.
წყვილმა ახალშობილს კეკე დაარქვა.
გიორგი სოციალურ ქსელში შვილის ახალ ფოტოს ავრცელებს და თან ემოციურ სიტყვებს ურთავს:
„მე ვაკვირდები თოთო სიზმრებს, რომლებსაც შენი შუბლი მკარნახობს ან შენი თვალის ნაპირები, ანდა თითები, რომელსაც მიჭერ - იოლად ვხვდები ამ დღეებმა რა გასწავლეს საზეპიროდ - ცუდიც და კარგიც.
შენ გაიზრდები და სხეული ამ სიზმრების მალვას ისწავლის, როგორც ჩვენ ვმალავთ.
მხოლოდ ეს არის განსხვავება მე და შენ შორს. ჩვენი სიზმრები ერთნაირია. მათი გამხელა-ვერგამხელა არის სხვადასხვა“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურის კლება - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
⭕ალექსანდრე წულაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს