Digest Logo

„ვამაყობთ, რომ შენს ცხოვრებაში მცირედი წვლილი გვაქვს შეტანილი, გაგვიხარდება თუ გვესტუმრები“ - როგორ უპასუხა მერაბ დვალიშვილს სკოლის ადმინისტრაციამ

1752058997
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა, რომელიც საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, საქართველო 18 ივნისს დატოვა.

ახლახან მან სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოები გაავრცელა, რომელიც თბილისის N36 საჯარო სკოლაშია გადაღებული. 

„თბილისი 2001 წელი“, - წერს მერაბ დვალიშვილი აღწერაში. 

აღნიშნულ ფოტოს მალევე სკოლის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა, რომელმაც კომენტარებში ჩემპიონს წარმატება უსურვა:

„მერაბ ძალიან ვამაყობთ, რომ შენ ცხოვრებაში მცირედი წვლილი გვაქვს შეტანილი. 

უამრავ წარმატებას გისურვებთ, ჩვენ შენი დიდი გულშემატკივრები ვართ. ძალიან გაგვიხარდება თუ გვესტუმრები სკოლაში“, - წერს ქ.თბილისის N36 საჯარო სკოლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მისი პიროვნება, ყოფა და დამოკიდებულება ისეთივე საინტერესო იყო, როგორიც მისი ხედვა ობიექტივიდან“ - გარდაცვლილ ლევან მამულაშვილს ახლობლები ემშვიდობებიან

🎥 „ვერ გამოვდივარ ამ ბედნიერი დღის ემოციიდან, მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც იქ იყო, ჩემს გვერდით“ - თიკა ფაცაცია

„შენ ხარ ციმციმისთვის დაბადებული და ასე უნდა იყო მუდამ“ - სალომე ბაკურაძე იუბილარია, მომღერალი 41 წლის გახდა