ყველასათვის საყვარელი მომღერალი სალომე ბაკურაძე იუბილარი იყო. ის 37 წლის გახდა. სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, მეგობრებისგან და ახლობლებისგან. თუმცა მთავარი ალბათ მისი მეუღლის და მისი შვილის მამის - ლაშა ბასლანძის მილოცვაა:
„ღმერთო რა მაგარია რომ ეს ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე ჩემთვის! მიყვარხარ ცა! გილოცავ ცა! სულ იცინე ცა! თორემ მე უმაგისოდ სუნთქვა არ შემიძლია! შენს დაბადების დღეს გილოცავ ცა,“- წერდა ლაშა ბასლანძე.
მომღერალმა დაბადების დღე „ქვევრში“ გადაიხადა, სადაც ბევრი ნაცნობი სახე იყო მიწვეული. სალომე ბაკურაძეს კი ულამაზესი ვარდისფერი კაბა ეცვა.
ასევე დაგაინტერესებთ👇