თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში თეოლოგიური შინაარსის საინტერესო პოსტებს აქვეყნებს.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ქრისტიანებს სამყაროში ყველაზე დიდებული წიგნი გვაქვს - ახალი აღთქმა.
ახალი აღთქმაში ყველაფერი წერია. მიუხედავად იმისა, რომ სულ გვესმის ეს სიტყვები, სამწუხაროდ არიან ეკლესიის წევრები, ვისაც ეს წიგნი წაკითხული არც აქვთ. ვართ ქრისტიანები და ქრისტეს სიტყვას არ ვკითხულობთ, ქრისტესთან ურთიერთობა არ ვიცით. როგორ უნდა გვეშველოს თუ ქრისტეს არ დავემოწაფეთ. ყოველდღე უნდა ვკითხულობდეთ სახარებიდან ერთ თავს მაინც და ამით ვუსმენდეთ ქრისტეს.
„არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან“(მათე 4:4)“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: