Digest Logo

„ვეღარ ჩამოვდიოდით სტიქიის ეპიცენტრიდან, მირიანმა კი მთები გადადგა და ჩამოგვიყვანა... არ დამავიწყდება მისი ჩუმი დარდი, რომლის დამალვასაც ცდილობდა“ - რას წერს ჟურნალისტი რაჭაში დაღუპულ პოლიციელზე

1691739670
ჟურნალისტი რაჭაში დაღუპულ პოლიციელზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი მირიან ჭელიძე, რომელიც რაჭაში, სტიქიის ზონაში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. არსებული ვერსიით, 50 წლამდე კაცის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება. 

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი კი მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ეს დღეები სულ მინდოდა დამეწერა და სამწუხაროდ, დღემდე ვერ დავწერე..

მირიან ჭელიძე - სტიქიის პირველ დღეს გავიცანი, როცა შოვში ავედით. დახურულ ზონაში შევედით, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ადგილობრივმა აგვიყვანა თავისი მანქანით, იქ გავიცანი მირიანი. გვთხოვა, ლენტი არ გადაგვეკვეთა, რადგან უსაფრთხო არ იყო. სანამ Zura Managadze კადრებს იღებდა, მითხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა, მსგავსი ტკივილი არასდროს უგრძნია და ასეთი ემოციები არასდროს ჰქონია.

არ ჩავყვები დეტალებს, ვისაუბრეთ იმ რთულ დღეზე, რომლითაც ყველაზე მძიმე პერიოდი დაგვეწყო ნახევარ საქართველოს. არ დამავიწყდება მისი სევდიანი თვალები და ჩუმი დარდი, რომლის დამალვასაც ცდილობდა.

სტიქიის ეპიცენტრში არ გვიშვებდნენ მანქანით, ამიტომ Giorgi Kurtanidze გლოლას შესასვლელში გველოდებოდა. აღმოჩნდა, რომ უკან ვეღარ ჩამოვდიოდით სტიქიის ეპიცენტრიდან, დახმარება მირიანს ვთხოვე. მთები გადადგა და უკან მაინც ჩაგვიყვანა, თან უამრავჯერ გვითხრა, რომ სწრაფად და ფრთხილად ჩავსულიყავით უსაფრთხო ტერიტორიაზე და ამისთვის თავად ყველაფერი გააკეთა.

იმის თქმა მინდა, რომ ფორმების, თანამდებობების თუ მიკროფონების უკან ჯერ ადამიანები დგანან, რომლებიც შეიძლება ისე განიცდიდნენ მომხდარს, რომ საკუთარ სიცოცხლეს ასრულებდნენ.....“,  - წერს ლიკა ალელიშვილი.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა მამიდა და გთხოვ, არ შეჩერდე... მჯერა, რომ რაჭაში შევხვდებით და გულში ჩაგიკრავ ჯანმრთელს“ - გვანცა ბუბაშვილის მამიდის ემოციური პოსტი

🔵„დაკაწრული ხელ-ფეხით, მაშველებთან ერთად ეძებს დისშვილიშვილს, რომელიც ცაში გაფრინდა, სხეულიანად მგონი...“ - მაიკო ჩაგელიშვილი

🔵„ოჯახი სასწაულის იმედადაა.... 4 წლის შვილი ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს...“- შოვში დაკარგულ ქალზე ემოციური პოსტი ვრცელდება