Digest Logo

„ვერც ვყვიროდი, პირი წყლით მქონდა სავსე, ვერც ვფართხალებდი, ქვებს შორის გავიჭედე. მივხვდი, რომ...“ - რას იხსენებს იუნა შაფათავა

1691472051
იუნა შაფათავა

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წარსულში თავს გადახდენილ ისტორიას იხსენებს და შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე საჯაროდ წერს.

„დღეს 8 აგვისტოა და საქართველოს ისტორიაში მერამდენე ტრაგედიის მოწმეები გავხდით.
არც ვიცი, იღბალია ეს თუ უიღბლობა, საზარელ რეალობას თვალებში რომ უყურებ და დიდი სურვილის მიუხედავად ვერაფერს ცვლი. მიზეზებზე აღარ გადავალ.

ერთი კვირის წინ, ამერიკის მთებში დაკარგულ და გადარჩენილ მოზარდებზე ნიუსს ვკითხულობდი. არ ვიცი, რამ მომიარა, მატარებლიდან ჩამოვედი და მაშას დავურეკე, ტყეში რომ რამე მოხდეს და დაიკარგო, შემპირდი, რომ
სპეციალური „რუკზაკის’ გარეშე დეასთან ერთად ტყეში არ წახვალ, დეა რომ დაიბნეს, შენ უნდა იყო მზად, გამოაღწიო. დეა მეჩხუბა, ბორჯომში რომ წავიყვანო, განა რა ტყეა, ნერვებს რატომ მიშლიო, მაგრამ მე და მაშამ დავიწყეთ ჩამოთვლა,

ამ საგანგებო საზურგე ჩანთაში რა უნდა ედოს: კომპასით ორიენტაცია როგორ გაარკვიოს, თუ კომპასი არ ექნება, წყალი, საბანი, ვაშლი ან ბანანი, თხილი. მაშამ მითხრა, ‘тревожный рюкзачок’-ში რაღაც გამოგრჩაო, აუცილებლად უნდა იდოსო - სასტვენი. რომ დაიკარგო, ან მიწისძვრა იყოს, სასტვენს უნდა მისწვდე, რომ მაშველებმა გიპოვონო.

მახსოვს, ბათუმში სასტუმრო რომ იწვოდა, გოგოები ლიფტში გაიჭედნენ, ელემენტარული წესი არ იცოდნენ, რომ
ხანძრის დროს ლიფტში არ უნდა შეხვიდე. ყველგან, სადაც ექსტრემალურ ადგილებში ვარ ნამყოფი, მოგზაურობისას თუ ცხოვრებისას, საგანგებო სიტუაციისთვის გათვალისწინებული ინსტრუქცია წითლად წერია.

ზღვა იქნება - წითელი დროშებია და უზარმაზარი წარწერები; მთა იქნება - ყველგან წარწერები და არ გიშვებენ მთაში, თუ ინსტრუქციას არ გიხსნიან ან გამყოლს გატანენ; ნაკრძალი იქნება - ინსტრუქციას გაკითხევენ და ა.შ.
სკოლებში ისწავლება, როგორ უნდა მოიქცე საგანგებო სიტუაციის დროს და კიდევ.

13 წლის ვიყავით, 1989 წელი იყო, შოვში ვისვენებდით, სამთო ქიმიის „მთის ბროლში“. გვერდით გიჟი მდინარე ჩამოდიოდა. ზედ სველი მორი იყო, ტყეში გადასასვლელად.

მე, დეა და ჩვენი იქვე გაცნობილი მალვინა ტყეში დავდიოდით სოკოებზე და სასეირნოდ.
ერთ დაბრუნებაზე ტყიდან, ფეხი დამისხლტა ქვაზე და მდინარეში ჩავვარდი. არც იფიქრებდი, რომ იმ მდინარეს სიღრმე ჰქონდა. ჩავვარდი და გავიჭედე. ვერ ვმოძრაობდი, თავზე წყალი მეფარებოდა, მახსოვს, ის გამჭვირვალე წყალი, მზეს ვხედავდი და წყალს ვყლაპავდი და ჰაერი აღარ მყოფნიდა, ზედ თავზე გადადიოდა გიჟივით ის კრიალა წყალი, მზე მინათებდა. ამ წყლის ფარდიდან და ვერც ვყვიროდი, პირი ყელი წყლით მქონდა სავსე, ვერც ვფართხალებდი, ქვებს შორის გავიჭედე. წყლის და მზის გარდა ვერაფერს ვხედავდი და მივხვდი, ვიხრჩობოდი, მახსოვს, ვფიქრობდი - აი, ასე იხრჩობიან თურმე.

დეა ვერც მიხვდა, რომ ვკვდებოდი. მალვინა მიხვდა და თმებზე მომქაჩა, არ ვიცი, რა ძალა ეყო, წყლიდან შეძლო ჩემი ამოთრევა. ის გრძნობა, თმაში რომ მწვდა, ახლაც მახსოვს, რომ მივხვდი, ვიღაც მათრევდა ზემოთ, მთელი სხეულით რაც შევძელი, სველ ქვებს ვწვდი და მალვინას დახმარებით ამოვბობღდი, თან ჯინსები და ჯემპრი მეცვა, მძიმე იყო და ქვემოთ მიმათრევდა ისევ.

დეა გიჟივით იცინოდა, რას იცინი, ვკვდებოდი, ვუთხარი, ფორთხვით რომ ამოვედი ნაპირზე. მალვინამ
ქვიდან ქვაზე იხტუნავა, რომ ამოვეთრიე.

რომ მოვედით ჩვენს მშობლებთან - სოფიკო თვეების იყო, ივლისი იდგა, დედაჩემმა რომ ჰკითხა მალვინას, კი მაგრამ, ამ ტანსაცმელში როგორ ამოათრიე? მალვინამ - ვიცოდი, რომ მდინარიდან თმებით უნდა ამოათრიო ადამიანი.

მე ვთვლი, უფროსების უზარმაზარი ვალდებულებაა, საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმა ასწავლონ ბავშვებს. კიდევ ბევრი, ბევრი მომენტის გახსენება შემიძლია, როცა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და უცოდნელობის გამო, ეს არ მოხდა.

რადგან უცოდნელთა ქვეყანაში, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური არ გვაქვს. და არც საგანგებო სიტუაციის დროს საგანგებო პროტოკოლის გეგმა ა, ბ, და ა.შ განგაშის სამაახურის ჩართვის პროტოკოლიც არ გაგვაჩნია.
ომის დროს მტერს დანა ჩანგლით ვხვდებით, სტიქიის შედეგან გაქცეულ ვეფხვებს აშმალახათი და ტოტით ვიგერიებთ, ადამიანების უსაფრთხოება და სიცოცხლე კი დღის წესრიგში არასოდეს დგას. მაშინაც კჯ, როცა მთის ვიწრო გზებზე, მთვრალი ხალხი ზის საჭესთან და სამარშრუტოები ზღვარს ზემოთ სიჩქარის გადაჭარბებით გზის წვერზე, უფსკრულის წვერზე, არაადეკვატურად დაქრიან, ბავშვები კლდეებიდან წყალში ხტებიან და ქვებს ასკდებიან, მთის კურორტზე ზვავის პირობებში თხილამურებზე ერთობიან, ზღვაზე კი ელემენტარული წესების დაცვაც კი არავინ იცის და ღამე წყალში შედიან- რასაც მეც ვაკეთებდი. მეუბნებიან ხოლმე - რა იყო, დაბერდი, რა ყველაფრის გეშინია.

კი არ მეშინია, წინდახედული ვარ და უაზრო რისკზე არ მივდივარ, რადგან შესაძლო შედეგი ვიცი. აღარც ტრასაზე ვაჭარბებ სიჩქარეს - არადა 25 წლის ასაკში გიჟივით ვატარებდი და სერიოზული ავარიაც გავიჩალიჩე, აღარც პარაშუტით გადმოხტომაზე ვფიქრობ და დაივინგზე, კრუიზებზე და ოკეანეში იახტით გასეირნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ბრუკლინის ხიდიდან პლაჟამდე პატარა ფერით-გემით- არ მივდივარ, ღია ოკეანეა და არ ვენდობი დინებებს. და ჩემი მეექვსე სართულის უფროსი მეგობარი ქალი სულ მეკითხება: blackout და საგანგებო სიტუაციისთვის თუ ხარ მზად? და სულ ვპირდები, მოვემზადო- საგანგებო ჩანთის ნაკრებს არ მოვუყარე თავი. დღეს ტორნადოს გაფრთხილების საშიშროება იყო და შუა ნიუ-იორკში, თუ ხარ მზად, მეკითხებოდნენ. და გუშინ, პლაჟზე, კიდევ ერთ ქართველს ვთხოვე, ბავშვს ამ ოკეანეში ცურვას ნუ აძალებ, დინებებია და ზვიგენები. მგონი, იდიოტად ჩამთვალა და ჯანდაბა შენს თავს - მეთქი, გავეშვი.

ვიზიარებ ჩემი სამშობლოს ტკივილს.

საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა და წინდახედულობა, ლაჩრობა არაა. ჩვენ რაღაც უტვინო ბრავადას ვერ მოვრჩით. ვერც სიტუაციის მართვა ვისწავლეთ, ვერც სწორი მმართველის ამორჩევა ან გაგდება, ვერც დასჯა, სამაგალითოდ. ვერც საგანგებო სიტუაციის შესწავლა და დროულად ზომების მიღება. აქ კატა რომ გაიჭედება ხეზე, სახანძრო 3 წუთში მოდის.

არც მინდა ფიქრი შედარებებზე, წვრთნის მეთოდებზე. ისევ მაშველების ადამიანობაზე ვართ დამოკიდებული. მაშინ, როცა მაშველებამდე, უსაფრთხოების ზომებს არ იცავს ის, ვინც უნდა დღე და ღამე ფიქრობდეს, მის მიბარებულ ქვეყანაში, ხალხი უსაფრთხოდ როგორ უნდა იყოს.

მავთულხლართით შემოღობილ საკუთარისახლიდან გამოგდებულ ადამიანებს კვლავ ლტოლვილი ჰქვიათ საკუთარ ქვეყანაში. ზამთარში კი მთის კენწეროს სოფლები კვლავ მოწყვეტილია ცივილიზაციისგან, ბახმაროში ტუალეტი რომ ვნახო, დღესაც გამიკვირდება და ბათუმში - მოწყობილი პლაჟი. იმაზე, რომ ყაზბეგის სამებაზე ფეხით ავედი და ტყეში მგლები იყვნენ, მერე გავიგე, ამაზე საერთოდ გავჩუმდები და იმაზე, გზა რომ არ არის არსად - გზაში მთების აფეთქებას და მთების ხვრეტას არ ვგილისხმობ, ვიღაცის ჯიბეში ‘cashback’ით ფულის დაბრუნებაზე - სადმე თუ დარჩა ეს „ტერმინი’, არც კი ვიცი, მსოფლიოში და სტრატეგიული ობიექტების მთავრობის ჯიბეში ინვესტიციის ფულის გადასხმის სქემა, არ ვიცი, მაგრამ კი მტკივა, და სად უნდა თქვა, როცა უძლური ხარ, ამ ყველაფერთან და ამ მარაზმის მომსწრე. ვუყურებთ დებილოიდი სიტუაციას რეალობას თვალებში და ვკვდებით შინაგანად, დაღუპულ კადეტებთან, საკუთარ სამშობლოში ლტოლვილევთან და საქმის მცოდნე გადაგდებულ პროფესიონალებთან ერთად.

თქვენი არ ვიცი, მე მოტივაცია დიდი მაქვს, გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მოპოვების, მაგრამ იმედი, რომ იმ
სადებილეთში, ან შრომისმოყვარეობა, ან ნიჭი ან ცოდნა დაფასდება, აღარ მაქვს.
არ ვიცი, ლადო ასათიანი რამ გამახსენა, მაგრამ მეც მხოლოდ მუხლის მოდრეკა შემიძლია, ბოდიშის მოხდის, უძლურების, სამშობლოსთან, რასაც ვაკეთებ, სანამ რეალური ცვლილების შემოტანას შევძლებ.
გულწრფელად და უღრმესი მწუხარებით, ვიზიარებ. მტკივა, იმიტომ
ვწერ ამდენს.

***
ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხმ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ, მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი ასე რამ ააბრდღვიალა?!
ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა“, - წერს იუნა შაფათავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„პატარა შვილი დაგტირის მამიკო მინდაო და რა ვუთხრათ, როგორ გავაგებინოთ რომ ვეღარასოდეს გნახავს?“ - სალონიკში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

„ჩემს მეზობელს გული გაუჩერდა, 45 წთ-ის განმავლობაში არ გაჩერდა. ომი ჰქონდა სიკვდილთან ჩვეულებრივი და აჯობა!“ - ემოციური ამბავი პოლიციელზე

🎥 „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის შვილის ქორწილია. თქვე უტიფრებო და უნამუსოებო, ჭიქას ჭიქაზე ურტყამთ, 16 ადამიანია მიწის ქვეშ მომწყვდეული“ - მანუჩარ რიჟვაძე