საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. პირი, რომელმაც ღამით მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა და 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ნოდარ ათუაშვილი გახლდათ. ამ დღეების ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, სად გადაასვენებენ ყოფილ სამხედროს.
👉ათუაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა, გაურკვეველია, სად გადაასვენებენ ყოფილ სამხედროს
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე გამოეხმაურა და გამოვიდა ინიციატივით, რომ ნოდარ ათუაშვილი ომის ვეტერანებმა დაკრძალონ.
„საგარეჯოს ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით, მოვუწოდებ გამოძიებას, ნუ შეეშინდება ბრბოს (და არა საზოგადოების) არაჯანსაღი აზრის და თქვას სიმართლე, რომელიც არ დაიმალება და არც იმალება.
სიკვდილი არ აკეთილშობილებს ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს იგი და რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს. მე, როგორც ჟურნალისტი, აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საგამოძიებო ჟურნალისტურ გამოცდილებას სიმართლის დასადგენად და გასაჟღერებლად.
იქამდე კი, ვეტერანებო, თუ ამ ბრბოს შიშით ოჯახი ხელს ვერ კიდებს გარდაცვლილს, ჩვენ დავმარხოთ იგი“, - წერს ზაირა მიქატაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: