იუმორისტული ჯგუფი „კეთილები“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და პარლამენტში ინიცირებულ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ეხმაურება.
„კეთილები“ ვუერთდებით ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოსაზრებას და ვაფიქსირებთ ჩვენი ევროპული მომავლის გარდაუვალობას.
ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის „გამართვა“ წარმოუდგენელია ევროპის გარეშე. ჩვენც გევიმართებით“, - ვკითხულობთ „კეთილების“ ფეისბუკ გვერდზე.
ცნობისთვის, კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატები, ლექტორები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.
🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘„ახლა, დადექით და იძახეთ - ევროპას ვკარგავთო! თქვე გრანტის მათხოვრებო!“ - რას წერს ხათუნა ხოფერია