25 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს:
„25 წელი…
ამ ასაკს ყოველ წელს ველოდებოდი. ვგრძნობდი, რომ სადღაც წინ მელოდა კარები, რომლის გასაღებადაც შეგნებული წლები ვემზადებოდი. და დღეს, როცა 25 წლის ვარ — იმ კარებს ვაღებ.
აი, აქ ვარ:
გზაზე, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს შემიწყვეტია.
გზაზე, სადაც მინუს 70 კილოგრამი უბრალოდ რიცხვი არაა = ეს არის ჩემი გაბედულება, ჩემი ტკივილი, ჩემი გამარჯვება, და საკუთარი თავისთვის დამტკიცება - ესეც შეძელი !
აი, ის რაც ძალიან მალე წინ მელოდება:
• სიმღერა, რომელიც 21 ნოემბერს გამოვა… და მგონია, ჩემი გულიდან ამოსული ხმა კიდევ ერთხელ ასე ხმამაღლა გაისმება - რომ მორჩა, დასრულდა ის ეტაპი რაც აქამდე იყო .
• გადაცემა, რომელიც 23 ნოემბერს იქნება… და სადაც ჩემს ნამდვილ ამბავს გაიგებთ, რა გზა გავიარე.
• და კიდევ ერთი დიდი საიდუმლო, რომელსაც 2026-ში გავამხელ…
25 წელი ჩემი მე-ს ახალი საწყისია, სადაც საკუთარ თავს აღარ ვკარგავ, აღარ ვმალავ, აღარ ვუმალავ სამყაროს არაფერს.
ეს მე ვარ — როგორიც ვარ, როგორიც გავხდი და ვეცდები აღარასოდეს დავკარგო ეს ყველაფერი, რადგანაც It’s Over !
მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩემთან ერთად მოდის და ჩემს ბედნიერებას თავის ბედნიერებასავით იღებს აწ უკვე 10 წელია“, - წერს ბარბარა სამხარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კეთილი ადამიანი“ - ნანუკა გულუა შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს