Digest Logo

„ვიღაცებმა დამცინეს, სანთელი რატო დავუნთე და ღმერთს რატომ ვთხოვდი ილიას გამარჯვებას... ამერიკაში ტრამპი თავის დაბადების დღეზე, ქართველს არ გაამარჯვებინებდა“ - რას წერს ნინი შერმადინი

1781551686
ნინი შერმადინი

თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დაჯერებულად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.

თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.

ილია თოფურიას ბრძოლას ეხმაურება, ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ემოციურ ფოტოს და სტატუსს გვიზიარებს და ილიას შესახებ წერს. 

„გუშინ ვიღაცებმა დამცინეს, სანთელი რატო დავუნთე და ღმერთს რატომ ვთხოვდი ილიას გამარჯვებას. თურმე სასაცილოა ვიღაცისთვის როცა ლოცულობ! მეგობრებო, თუ კი ოდესმე რამე წარმატებისთვის მიმიღწევია მხოლოდ ლოცვით მივედი, უპატრონოდ, უფულოდ და უნაცნობოდ. იურმალაშიც ლოცვამ მიმიყვანა და იქს ფაქტორშიც. ორივე დროს გზაზე წმინდა გიორგის კულონი ვიპოვე და ისინი იყვნენ ნიშანი იმისა რომ მე გავიმარჯვებდი. ყველა ლაივის წინ სანთელს ვანთებდი და მივედი კიდეც ბოლომდე, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელიც კი ეგონა ბევრს, მეც მათ შორის. ყველა განსაცდელის თუ სნეულების დროს ლოცვა მაძლიერებს. დიახ უფალი მოწყალეა და დიახ ლოცვას დიდი ძალა აქვს. ლოცვით იგებდნენ ომს ჩვენი წინაპრები.

უფლის რწმენა, ღვთის სიყვარული სასაცილო არაა, თუ ამაზე დამცინებთ, დამცინეთ! დიდება უფალს! 

გუშინ სიკვდილს გადაურჩა ილია, მზად იყო ბოლომდე ებრძოლა და შეკვდომოდა ოქტაგონზე მეტოქეს! არ იყო ადვილი საყურებელი, არც გაყიდული მგონია თამაში, უბრალოდ ამერიკაში ტრამპი თავის დაბადების დღეზე, ქართველს არ გაამარჯვებინებდა. აქაც იგივე ვნახე, რაც სხვა კონკურსებში გამომიცდია, მაგრამ ეგ არაფერი. ილიას კი მინდა ვუთხრა, ყველა დაცემის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი დგები! მიხარია, რომ გადარჩა! ბოლომდე ფეხზე იდგა, არც წაქცეულა! ლომია და ლომივით ბოლომდე იბრძოლა! ვამაყობ! მიყვარს და მეამაყება! თავი მაღლა ჩემპიონო! ძალიან გვიყვარხარ! მადლობა ყველაფრისთვის! 

მალე გამოჯანმრთელდი!“, - წერს ნინი შერმადინი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ცნობილია, ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

⭕რა შეიცვალა UFC-ში ილია თოფურიას მარცხით?

🎥 „21 ივნისის მზებუდობა არის განსაკუთრებული, რასაც კი ჩაიფიქრებთ, ყველაფერი აგისრულდებათ“ - ასტროლოგი ნინა სუსლოვას რჩევები!