მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
ავარიის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა.
ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია, იგი ნათია კვინტრაძე იყო:
„ყველაზე მძიმე დღე დაგვიდგა...
ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, დავკარგეთ ჩვენთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი.
სიტყვები ვერ გამოხატავს ჩვენ მწუხარებას. უამრავი მოგონება, სითბო და სიყვარული დაგვიტოვა გულში და თვითონ გაგვიფრინდა.
ძალიან, ძალიან გვიყვარხარ ჩვენო ლამაზო გოგო“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა
⭕ღიმილით დაწყებული წელი: როგორ განსაზღვრავს პირველი დღე მოსწავლის მთელი სასწავლო წლის თავგადასავალს