Digest Logo

„ვიქნები სასულიერო პირი და ან საბერძნეთის ეკლესიას, ან უკრაინას მივადგები!“ - პეტრე კოლხი სკანდალურ მიმართვას ავრცელებს

1708260295
პეტრე კოლხი

13 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას სასულიერო ცხოვრების აკრძალვის შესახებ. 

სხდომის ოქმის თანახმად, კომისია დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის ყოველგვარი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს.

ოქმში ნათქვამია, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის დაიბარეს კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო.

აღნიშნული ფაქტის ირგვლივ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ გთავაზობთ:

„ტყუილად ნუ მწერთ, მე მაინც არ მჯერა, რომ ერთუჯრედიანი ალტ ინფო თუ რაღაც ბოდვა და ე.წ, შავრაზმელ მმკ სგან იმართებოდეს საპატრიარქო… არ მჯერა და მორჩა… როგორც კი ჩამოვალ, თუ ოდნავ ჩემი მიდგომა შემეცვალა და ეჭვი შევინატე, მუხლზეც დამხობილები რომ მევედრებოდეთ, თავად არ დავრჩები ასეთ ეკლესიაში, მაგრამ ვიქნები სასულიერო პირი და ან საბერძნეთის ეკლესიას, ან უკრაინას მივადგები!…
ეს არის ჩემი პასუხი, იმ წერილებზე და გაფრთხილებებზე, რასაც ცოტას ვკითხულობ და ბევრს ვშლი!…
მადლობა!.“ - წერს პეტრე კოლხი. 

ცნობისთვის, საპატრიარქოს ამ დრომდე არ მიუღია სინოდის მიმართვაზე გადაწყვეტილება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕გაჭირვებული ოჯახი, ფარული სიკეთეები და ქორწილის უცნობი დეტალები - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია

⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ

⭕„მთელი საქართველო ამაყია თქვენი გამარჯვებებით! ეს ბიჭები საქართველოს ისტორიას რომ წერენ, ამას ვხვდები“ - ცნობილების გამოხმაურება UFC-ის მებრძოლებზე