Digest Logo

„ვისი სახელით ესაუბრებით საქართველოს მოქალაქეებს? - გაასაჯაროვეთ ყველას შემოსავალი და მიზნობრიობა, იმ ფულის, სამშობლოს გაყიდვაში რომ იღებენ“ - იუნა შაფათავა

1678265079
იუნა შაფათავა

მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს.

🔵 „რადგან იმ კანონს ამერიკულ კანონად გვასაღებენ, დავწერ ამერიკულ „ფარაზე“, როგორც ჟურნალისტი, რომელიც ფარას მონაცემთა ბაზას ხშირად ვიყენებ“- ნანას საჯაია

როგორც შაფათავა წერს, საქართველოს მოკავშირეები, ძალიან ზრუნავენ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას და მიწასთან გასწორდეს ქვეყანა.

„ეს სხვისი კედლიდან, პოსტი.

მე ვამატებ: ჩვენი ‘მეგობრები’ ძალიან ზრუნავენ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას და მიწასთან გავსწორდეთ, მათი რუსეთთან ანგარიშსწორების მიზნების გამო - ვხედავთ, მეორე წელია არ გააჩერეს უკრაინის ომი. მიწასთან გაასწორეს ის სამოთხე ქვეყანა.

და ყველა, ვინც ქვეყანაში არეულობას აწყობს, ამა თუ იმ ‘პატრიოტული’ მიზეზით, ჩვენი ქვეყნის გადაბუგვაში მონაწილეობს, ’პატრიოტიზმის’ ფარით. მერე იმ ფულიანად, პროვოკაციებში რომ უხდიან, დაახვევენ თბილ ქვეყნებში და ხალხი კი გაიჟლიტება. ელემენტარულია.

გაასაჯაროვეთ ყველას შემოსავალი და მიზნობრიობა, იმ ფულის, სამშობლოს გაყიდვაში რომ იღებენ.
***
დეკანოზი ბიძინა გუნია:

"5-6 წლის წინ ერთ-ერთ ტელევიზიაში მიმიწვიეს სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოს 25 მილიონით დაფინანსების თაობაზე. წამყვანმა ვახო სანაიამ ასეთი კითხვა დამისვა: - ნუთუ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს თუ რაში ხარჯავს საპატრიარქო ამ 25 მილიონსო. მე მას ვუთხარი - რა საკვირველია უნდა იცოდეს, მაგრამ ეს საკითხი იმდენად გამჭვირვალეა, რომ აჟიოტაჟის ატეხვა არამართებულად მიმაჩნია - თქო. ამის შემდეგ გადმოვიღე გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ და მუხლობრივად ჩავიკითხე პუნქტები, თუ რაში ხარჯავდა საპატრიარქო ამ 25 მილიონს.
ამის შემდეგ ვახო სანაიას პირდაპირ ეთერში ვკითხე: თუ შეიძლება მოუხმოთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელნიც მკერდში მჯიღს იცემენ საქართველოს კეთილდღეობაზე საუბრისას, და თუ შეიძლება მათ დაფინანსებაზე ღიად ვისაუბროთ თქო. ეს კითხვა ვახო სანაიას რამდენიმე თვის შემდეგაც დავუსვი ღია ეთერში. ორივე შემთხვევაში სანაიამ აღმითქვა ასეთი გადაცემის მოწყობა, მაგრამ პირობა პირობად დარჩა. რა თქმა უნდა იმ ტელევიზიების მესვეურნი სადაც მიმიწვია სანაიამ, მსგავს გადაცემას არ დაუშვებდნენ. აი ასეთია მათი „სიმართლე“.

საპატრიარქოს შესახებ ფინანსები უნდა გასაჯაროვდეს (რაც ისედაც გასაჯაროებულია), ხოლო ენჯოები ხელშეუხებელნი არიან. არა ერთი მათგანი ცდილობს თავს მოგვახვიოს არატრადიციული ცხოვრების წესი, ვგულისხმობ გენდერის თეორიას და ლგბტ ცხოვრების წესის პროპაგანდას, რაც ყოვლად მიუღებელია.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ერევიან სახელმწიფოსა და მისი სტრუქტურების, სასამართლოს, მართლმადიდებელი ეკლესიის, ოჯახის, საგანმათლებლო სფეროს, სახელმწიფო პოლიტიკისა და საზოგადოებისათვის აქტუალურ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებში.
თითქოსდა ამ ჩარევას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, სინმადვილეში კი ისინი ზედამხედველობით და იმპერატიულ ხასიათს ატარებენ და თუ მათი ესა თუ ის რეკომენდაცია არ შესრულდა, იწყება მძლავრი ზეწოლა ადრესატებზე.
საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ტოტალური ჩარევის ფონზე თვალში საცემია მათი განულებული პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე, რაც არაერთ სამართლიან კითხვას ბადებს.

7 კითხვა საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს

1. ვისი სახელით ესაუბრებით საქართველოს მოქალაქეებს?
2. ვის წინაშე ხართ ანაგარიშვალდებულნი?
3. რატომ არ შეიძლება, მეტი გამჭვირვალობისათვის, გასაჯაროვდეს თქვენი დაფინანსების წყაროები და ოდენობა?
4. რა პროექტებს ახორციელებთ საქართველოში, ვისი დაკვეთით და ზედამხედველობით?
5. თქვენს მიერ განხორციელებული პროექტები შესაბამისობაშია თუ არა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებთან? ვინ წყვეტს ამ საკითხს, ან ვის ექსპერტიზას გადის ეს პროექტები?
6. აგენტი შეიძლება ნიშნავდეს:
ა) პირს, რომელიც მოქმედებს ვინმეს დავალებით;
ბ) იურიდიულ, ან ფიზიკურ პირს, რომელიც სხვა პირის სახელით, ხარჯითა და
დავალებით მოქმედებს;
გ) სახელმწიფოს, დაწესებულების, ორგანიზაციის წარმომადგენელს (რწმუნებულ პირს), მაგალითად სოციალურ აგენტს, დაზღვევის აგენტს, ტურაგენტს (ტურისტულ აგენტს), სარეკლამო აგენტს და სხვა... ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, რატომ არ მოგწონთ „უცხოური გავლენის აგენტის“ სახელი?
7. ფიქრობთ თუ არა, რომ, თუ ფართო საზოგადოება ზემოდასმულ ექვს კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებს, რაც ერთობ გაზრდის თქვენს გამჭვირვალობას, ჩვენი ქვეყანა ევროპას დაშორდება?

P.S. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებო. თუ ფიქრობთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, და თუ ეს თემები ტაბუდადებული არ არის, საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ პასუხები ამ კითხვებზე!“, - წერს შაფათავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შევხედოთ ჩვენს გარშემო ბევრი ქუჩა ვისი სახელობისაა?! ვისწავლოთ ისტორია, რა უქნა რუსეთმა ჩვენს მიწებს, ჩვენს განვითარებას? “ - გიორგი ლიპარიშვილი

🔵 „ვგმობთ პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი არჩევანია - ევროპა!“ - სუპერლიგის მოთამაშეების ერთობლივი განცხადება

🔵 „უკრაინელებით არის სავსე მომიტინგეები, უნდა წაავლოთ ხელი და დეპორტაცია გაუკეთოთ“- ქეთევან კიკნაძე ხელისუფლებას

🔵  „მკერდზე ჩემი მომავალი მიწევს...მინდა ეს მომავალი, ჩემი შვილის მომავალი, თქვენი შვილების მომავალი იყოს ევროპული“ - თემო შენგელაია