Digest Logo

ვუსამძიმრებ თეა წულუკიანს – ნანუკა ჟორჟოლიანი

1611235409
ჟორჟოლიანი და წულუკიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში, რუსეთ-საქართველოს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ერთად დღეს თეა წულუკიანიც დამარცხდა.

„სტრასბურგში პროცესი რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ მოიგო. ჩვენ გავიმარჯვეთ! კონკრეტული ადამიანების დამსახურებით და მათ შორის. თეა ბურჯალიანი, შენ იყავი ერთ-ერთი მთავარი. მადლობა!

ვუსამძიმრებ თეა წულუკიანს. ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა. ისევე როგორც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ყველა, ვინც ამბობდა რომ ომი ჩვენ დავიწყეთ.

ვულოცავ ყველა ქართველს გამარჯვებას. ყველას ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ეს ქვეყანა უყვარს! მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ და პოლიტიკურ კუთვნილებას“, - წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლს, რაც გულისხმობს 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებსა და იმ დამამცირებელ მოქმედებებს, რომლებსაც ისინი ექვემდებარებოდნენ და რამაც მათ უდაო ტანჯვა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოუტანა, - ამის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშია ნათქვამი.

სტრასბურგის სასამართლომ კონვენციების აღნიშნული მუხლების დარღვევაში პასუხისმგებლად რუსეთის ფედერაცია სცნო.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მურმან ჯინორიას ყოფილი ცოლი, დიდი ხნის შემდგ შეძენილი შვილი და აკრძალვებში გატარებული ბავშვობა - ბაია დვალიშვილის პორტრეტი

ცნობილი ადამიანების ნათლიამირონობა - ვინ ვისი ნათლია-ნათლულია?

როგორ იქცა ლავასოღლი ბელორუსული კრიმინალური სამყაროს ლეგენდად