ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს.
მისი მეუღლე თამთა კუზანაშვილია.
წყვილი ქორწინების იუბილეს აღნიშნავს:
„7 მაისი - დღეს ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი ლამაზი წელი აღინიშნება როგორც ცოლ-ქმრის. ყოველი ღიმილის, სირთულის, ოცნების და მოგონების დროს შენ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება და კურთხევა იყავი.
ქორწინება მხოლოდ ერთად ცხოვრება არ არის, ეს არის ერთად ზრდა, ერთმანეთის მხარდაჭერა და სიყვარულის არჩევა ყოველ დღე.
მადლობა, რომ ხარ ჩემი პარტნიორი, სიმშვიდე, ძალა და ბედნიერება. ცხოვრება ბევრად ლამაზია შენთან ერთად.
გილოცავ ჩვენს ქორწინების იუბილეს. ღმერთმა მუდამ გააძლიეროს ჩვენი სიყვარული, ჯანმრთელობა და ერთობა.
მადლობა ყველას თქვენი სიყვარულისა და კეთილი სურვილებისთვის“, - წერს არუნ ხათრი.
ცნობისთვის, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას „იუთუბის“ საკუთარ არხზე უზიარებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოუთმენლობა, გაღიზიანება, სიხისტე სიტყვებსა და ქმედებებში“ - 7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი