ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, რომელიც ბებიის, ნათელას შესახებ გვიყვება და ეს ისტორიებიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ამჯერად, იგი ბებიის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ურთავს თან:
„ყოველთვის ადრე დგებოდა, რომ დაენთო ცეცხლი. ქუჩის ბოლოში ახლად გამომცხვარი ცხელი პურის მოლოდინი, სახლისკენ დაბრუნებული მეზობლებს შესძახებდა - ა გო მოგიტანე, ეიღე ჭირშკარზეა პარკი ჩამოკიდებული .
იქიდან პასუხი : მოი შემოი ცოტა ხანს აგერ - ყავა და შიკოლადი.
არა, ბაღნები ცოდუა საჭმელს გავამზადებ , სკოლაში მყავს გასამგზავრებელი.
ასე მარტივად შემიძლია გითხრათ , როგორ ზრუნავდა ბებია ჩვენზე და ამის არ დაფასება შეუძლებელია
პ.ს ექნება რაცხა საერთო ჩემს ბჟუტურს , თქვენს ტკბილ ბავშვობის წლებთან, რომელიც არასდროს აღარ განმეორდება“, - წერს გივიკო დიდია.
შეგახსენებთ, რომ გივიკო დიდია გამორჩეული გურული ბლოგერია, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს ბებიასთან ერთად გადაღებულ კადრებს. მათ დუოს ინტერნეტში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
სოცქსელში ბლოგერის გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით ხიბლავთ ნათელა ბებოს უშუალობა, იუმორი და ის განსაკუთრებული სითბო, რომელიც ბებო-შვილიშვილის ურთიერთობიდან მოდის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი მთავარი ადგილი, სადაც ნამდვილად ვისვენებ არის ქუთაისი...“ - გიორგი გაბუნია
⭕ „ლამაზი და მიმზიდველი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე ბათუმიდან