ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, რომელიც ბებიის ნათელას, შესახებ გვიყვება და საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რამდენიმე დღის წინ მან პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც გავიგეთ რომ ცნობილ ნათელა ბებოს ალცჰაიმერი სჭირს.
ამჯერად გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის მეორე მხარე, არანაკლებ სევდიანი, რომელსაც ვერავინ ამჩნევს.
პ.ს მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას , სიკეთეს და ბევრ სიყვარულს … “, - წერს გივიკო დიდია.
შეგახსენებთ, რომ გივიკო დიდია გამორჩეული გურული ბლოგერია, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს ბებიასთან ერთად გადაღებულ კადრებს. მათ დუოს ინტერნეტში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
სოცქსელში ბლოგერის გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით ხიბლავთ ნათელა ბებოს უშუალობა, იუმორი და ის განსაკუთრებული სითბო, რომელიც ბებო-შვილიშვილის ურთიერთობიდან მოდის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸„მიყვარს თქვენი ოჯახი“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს