ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე თავის თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს. მისი აზრით, როდესაც ამდენი ადამიანი დაბადების დღეს ულოცავს და კეთილ სურვილებს უგზავნის, ეს ძალიან დიდი გამართლებაა.
„მე იღბლიანი კაცი ვარ. ამდენი მილოცვა და თბილი სიტყვა იღბალია აბა რაა?
როგორ შეგაწუხეთ ათასობით ადამიანი. მერწმუნეთ ყველა კომენტარი წავიკითხე. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.
არ ვიმყოფები საქართველოში და განსაკუთრებით მეთბილა თქვენი სიტყვები. ვაფასებ ამ სიტყვებს, ვაგროვებ ამ სიტყვებს...
რაოდენ სასიხარულოა კიდევ ის ამბავი, როცა არ ხარ სამშობლოში და სახლში გიგზავნიან საჩუქრებს. მადლობა ბაზის ბანკს, რომელმაც ტორტი გამომიგზავნა. თურმე ეველინი აანთებს და აქრობს სანთლებს ტორტზე
და უჩემოდ იფიქრებს სურვილებს. რა ვქნა? მაგის სურვილების ასახდენად ვარ გადახვეწილი იტალიაში“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: