Digest Logo

„ყველა მშობელს ვუსურვებ ასეთ შვილს!...“ - გიორგი ლობჯანიძე ტრაგიკულად დაღუპულ ინგუშ ბიჭზე

1782199908
გიორგი ლობჯანიძე

გუშინ, 22 ივნისს, 8 წლის ინგუში ბიჭი, რომელიც 15 ივნისს გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. იგი მდინარეში მეგობრის გადასარჩენად შევიდა.

ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ასტროლოგი და ფსიქოლოგი, გიორგი ლობჯანიძე, რომელი წერს, რომ პატარა ბიჭის საქციელი დიდსულოვნებაა:

„ძალიან მძიმე ტრაგედია იყო ინგუში ბავშვის გარდაცვალება.

ნამდვილად დიდსულოვნება და გმირობა გამოავლინა ხიზირმა, პატარა ვაჟკაცმა!

ბევრისთვის მისაბაძი და სამაგალითოა მისი გმირობა!

ყველა მშობელს ვუსურვებ ასეთ შვილს!

მდინარეში ჩავარდნილი თანატოლი არ მიატოვა, თავად კი შეეწირა ამ ამბავს.

მას ასე ზრდიდნენ, ალბათ და ბუნებით იყო ასეთი, უპირველეს ყოვლისა!

განა არ შეეშინდა? თუმცა, ხან და ხან, მოყვასის სიყვარული მეტია, ვიდრე უბრალო გრძნობა.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! მშობლებს კი გამძლეობას ვუსურვებ!

P.S. მიხარია, რომ ახლაც არსებობენ კეთილი ადამიანები და ვიმედოვნებ რომ კარგ ამბებშიც დავინახავთ მათ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ცნობისთვის, ტრაგედია 2026 წლის 15 ივნისს, ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში მოხდა.

ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი ძლიერი დინების გამო წყალში ჩავარდა და ტოტს ჩაეჭიდა.

რვა წლის ხიზირმა არც ერთი წამი არ დააყოვნა და უფროსების მოსვლას არ დაელოდა -  მეგობრის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში შევიდა.

მან მოახერხა მეგობრის დახმარება და მისი გადარჩენა, რომელიც მოგვიანებით უფროსებმა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა თავად ხიზირი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „იქნებ შენსავით ერთგულები, მამაცები და ადამიანურები გავხდეთ“ - ნინი შერმადინი ინგუში ბიჭის ტრაგედიას ეხმაურება

⭕„ახალი ენერგიით ამოძრავების დროა“- დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„სანამ მე ცოცხალი ვარ – უნდა დავფიქრდე, რაში ვცვლი მარადიულ სიცოცხლეს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე